ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
nutu kankava dadamcvelebic 50 clisebi unda gaxdnen rom mixvdnen ar sheizleba uxeshad tamashi gansakutrebit sajarimoshi kvela sherchevitshi uazro da upasuxismgeblo jarimebi gvklavs rodis mixvdebian am simartives ver vxvdebi
zurabi zurabi
22:26 26-03-2017
0
მაინც მიყვარს ღირსებაშელახული ქართული ფეხბურთი, თავისი დაბალი ტემპით და უამრავი ტრავმირებული „მარადპერსპექტიული“ ფეხბურთელებით!
1,2,3,5,8...
16:16 26-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული