ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
დაცვის ორივე ფლანგი დზალიან სუსტი იყო,ასევე ჩემი სუბიექტური აზრია რომ კაპიტანი ცოტა სხვანაირი უნდა იყოს რომ სჰემოუდზახოს ხოლმე
ლევანი-23
25 მარტი 2017 15:40
0
ვაისი კიარა ამატ მამაზეციერი ვერ უშველით გათავდა კაცი რასაც ქვია მოედანზე . წადი შე დალოცვილო სანამ იმფაქტს აგკიდებენ ეგენი გაასწარი.პირველად ვნახე ცხოვრებაში მწვრთნელი ძალად დენიდეს ფეხბურთელებს შეტევაში.კაჭარავა ხოა კარგად ნეტა რაუქნეს ამ ბიჭს გუშინ თავისიანებმა ხო არბენიეს იქეთ აქეთ მთელი თამაში გაძვრა კაცს სიქა რასაც ქვია ან პასებს როგორებს აძლევდენ თუ მეტეორივით არ დარბიხარ რას დაეწევი მაღალ ბურთს გადაუგდებდენ და თუარ იყავი ტკაჩენკო რას მიწვდებოდი.და კიდე მოდით და გვიქომაგეთო შე დალოცვილო ათი კაცი რო დგახართ რასაც ქვია სამოცი წუთი და რაცხა ნახევარი საათი გაიფაფხურებ ეგარი ფეხბურთი ეტყობა მართლა არ შეუძლიათ მეტი მარა როარ ეშობიან ამათაც ჯიუტად.
qutaiseli
25 მარტი 2017 15:37
0
3-1 უნდა მოგვეგო პირველი ტაიმი, პირიქით გამოვიდა ვერ გაიტან გაგიტანენ ერთ მომენტზე ნათქვამი აქ იყო მთელი თამაში !
goga
25 მარტი 2017 15:22
0
განა მარტო გუშინდელ თამაშში არ მისცა პასი??? ეგ ყოველთვის იყო ეგეთი ეგოისტი. მე პირადად არ მსურს ყაზაიშვილი ნაკრებში.
Vakhtang Lobzhanidze
25 მარტი 2017 15:02
0
ჩემი აზრით ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვალდებულია ნებისმიერ თამაშში ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანოს (ამხანაგურს არ ვგულისხმობ). დღეს მერებაშვილი ყველა ჩვენს ნახევარმცველს სჯობია, ვაისმა კი ირონიით თქვა, რომ ექსპერიმენტების დრო არ მაქვსო. როდესაც არაბიძე გეგუჩაძეს ახალგაზრდულში არ აჰყავს, ესე იგი ჯერ არდეა, ამან პირდაპირ ეროვნულში ათამაშა, ექსპერიმენტია ეს, აბა რა არის?
პენსიონერი
25 მარტი 2017 15:00
0
ვენაცვალე ქართველ ფეხბურთელებს რაც შეუძლიათ აკეთებენ, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ცოტა შეუძლიათ. ხო და ამხელა ფულის ხარჯვას იმ საქმეში რომელსაც მომავალი არ გააჩნია ხო არ გვეფიქრა თავის შეკავება ფულის ხარჯვისგან და შეგვეწყვიტა გუნდების მწვრთნელის და ა.შ. დაფინანსება. უბრალოთ სირცხვილია ყველასთან ვაგებთ და იმედიც არ ჩანს რა
nika
25 მარტი 2017 14:57
0
კიდევ იმაზე მიდის საუბარი მინიმალური ხელფასები რამდენი ჰქონდეთ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს.
papa
25 მარტი 2017 14:53
0
ვაისი კიარა ვერა ინ ვერ უშველის ამ გუნდს.მაგრამ კაკაბაძე რო ნაკრებისთვის მზად არაა ამას მწვრთნელი ხო უნდა მიხვდეს?ან კვირკველია რა მზადაა?ერთადერთი დარბოდა ნავალოვსკი დანარჩენები დარბოდნენ პირველ გაშვებულ გოლამდე.ისე კაცმა რო თქვას ვაისს მეტი არავინ ყავს და ამ ნაგვიდან უნდა ამოქექოს საუკეთესოები.თავს ზემოთ ძალა არაა და რას მოთხოვთ ამათ.ისე დავეცით რო უკვე ალბათ ფარერები ან ნაურუს ნაკრებიც მოგვიგებს.
გოგა
25 მარტი 2017 14:52
0
რა შედეგს ელით ფეხბურთელებისგან, რომლებიც დაბალი დონის ევროპულ ჩემპიონატებსა და კლუბებში თამაშობენ. გადახედეთ სიას. ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელებიც კი ბევრად მაღალი დონის კლუბებში არიან. მწვრთნელი უფეხბურთელოდ ვერაფერს გახდება.
ერთადერთი წარმატებული სპორტის სახეობა კალათბურთია, რომელიც ბოლო წლებში ყველა დონეზე(ეროვნული ნაკრები, ვაჟთა და გოგონათა ასაკობრივი ნაკრებები) საკმაოდ მაღალ შედეგს აჩვენებს. როგორც გავიგე, აქაც უნდა მთავრობას ჩარევა და კალათბურთის ფედერაციაში წყლის ამღვრევას ცდილობს. ეს ინფორმაცია ვეტერანი კალათბურთელებისგან მაქვს. ერთი კალათბურთიღაა დარჩენილი და იმის ჩამოშლასაც აპირებენ.
გიო
25 მარტი 2017 14:48
0
სწორედაც ვაისია დამნაშავე. არის რამოდენიმე ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია 90 წუთი ითამაშოს და იბრძოლოს, კეთილი ინებოს და თვალი გაახილოს. ერთიცაა, დავრწმუნდი, რომ შემადგენლობის დაყენებას არ წყვიტავს თვითონ, ვინც ჩამოიყვანა, იმათთან ვალდებულება აქვს და ამიტომაც ვართ იმ დღეში, რაშიც ვართ.
lelik
25 მარტი 2017 14:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული