ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
გუშინდელი თამაშით ჩვენმა ე. წ. ფეხბურთელებმა გვითხრეს საქართველოში ფეხბურთი დაივიწყეთო.
ქუთაისელი
25 მარტი 2017 12:56
0
Geguchadze nakrebshi.!!! Vaisi ver gaugebs qatul mentalitets.. rogorc itkoda xolme Didi iohan boskapi mentalitet "Debillo" :-)
Dato
25 მარტი 2017 12:49
0
ვაისი კარგი მწვრთნელიაა. უნდა ვაცადოთ ეს საკვალიფიკაციო და მეტი უფლებები მივცეთ.ნაკრები უნდა შეიკრას ერთმანეთის უნდა ესმოდეთ და არა ისე გუშინ ზურგით რომ შეტევის წამოწყება უნდოდათ და ბოლოს ლორიამდე მიდიოდა ბურთი.
ზორო
25 მარტი 2017 12:33
0
მწვრთნელი გუშნდელ თამაშში არ არის დამნაშავე,სანამ ფეხბურთელები არ მოინდომებენ, სანამ შეშინებული ითამაშებენ. იგივეს იძახდა ქეცბაია. არ გვყავს დღეს იმ დონის ფეხბურთელები რომ ნაკრებმა შედეგი დადოს, ნუთ 2 ფეხბურთელის არ ყოფნა უნდა ეტყობოდეს ასე?? ისე არც სერბები იყვნენ ძირითადი შემადგენლობით.
komble
25 მარტი 2017 12:31
0
ყაზაიშვილი ერთი,მჭედლიძე მეორე,და ასე მაზონ და ჩვენ გვერდში დავუდგეთ. ფეხბურთი არის გუნდური თამაში,და თუ შენ ფეხბურთელი გქვია და ეს ჯერ ვერ გაგითვითცნობიერებია რაღაზეა ლაპარაკი? შენი შეცდომით ერთ ორ სამ ადამიანს თუ ავნებ კიდე გავიგებ რო ეპატიება,სწორედ ეგაა პასუხისმგებლობა,შენს უკან მინიმუმ 3.5 მილიონი ადამიანია და ამ დროს შენ შენს თავზე ფიქრობ. ცოდოა ვაკო,იმედია მართლა განიცდის,იმედია მიხვდებით რამდენს ნიშნავს სათამაშო პრაქტიკა. 3 კვირაში მარტო 30 წუთი თამაში მართლა ზღვაში წვეთია შედეგი კი ესაა,გაცუდებული მოენტები. გინდაც მჭედლიძე აიღეთ უელსთან,მაშინ უთამაშებელი იყო.
luk
25 მარტი 2017 12:31
0
რათქმა უნდა შენ ვერშეხვალ მოედანზე ბ-ნო ვაისა,მასე ვერცერთი მწვრთნელი ვერუშველის,სხვა კლუბებიდან ხომ აქვთ შემოსავალი პახოდუ აქედან,ხოდა ქართული ფეხბურთის დ.... კიდიათ ერთისიტყვიით
wipeout
25 მარტი 2017 12:28
0
Ar unda wavides pirikit fexburti tu gvinda, magari mwvtnelia
D
25 მარტი 2017 12:28
0
სერბეთი კლასით უფრო მაღალი გუნდი, რომ არი ჩანდა,მაგრამ ჩვენებმაც კარგად ითამაშეს, ფიზიკურადაც გაუძლეს, პრესსინგებს აწყობდნენ, შედეგად საგოლე მომენტები შეიქმნა,....
ეჰ, მერე შენც უნდა გაიტანო რა.
ასეა ფეხბურთი ერთი ან ორი გოლი წყვეტს ყველაფერს.
25 მარტი 2017 12:25
0
ისე ვსაუბრობთ გეგონაბა კაცს რომ ვაისი არის დღეს ჩვენი პრობლემა და მეტი არავინ და არაფერი. რომელი თამაშები მოიგო ცხადაძემ რომ წარამარა მის სახელს იძახით.რაც მისმა ნაკრებმა ითამაშა ესტონეთთან და ალბანეთთან მასეთი უდაბლესი დონის თამაშები ჩვენი ნაკრების შესრულებით კარგა ხანია არ მინახავს. ფული ამჯობინა ნაკრებს რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ერთი შეწვი მეორე მოხარშე .
kika
25 მარტი 2017 12:21
0
არის ერთი მნიშვნელოვანი რამ რომელზეც არავინ საუბრობს - ჩვენი, ქართველების ფიზიკური კონდიციები ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სპორტის მოთხოვნებს. მხედველობაში მაქვს მუხლი, რომელიც სუსტი გვაქვს, რის გამოც ვკარგავთ კონცენტრაციას და ასევე ვერ ვთამაშობს ორი ტაიმი სრული დატვირთვით. ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება, იგივე სჭირს რაგბისტებს და კალათბურთელებს. გადახედეთ საქართველოს სპორტულ ისტორიას - არც ერთი მორბენალი მონაწილეც არ გვყოლია არც ერთ შესაბამის სპორტულ ფორუმებზე. ერთი მაია აზარაშვილი მახსენდება მხოლოდ.
გრიშა
25 მარტი 2017 12:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული