ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
მთელი თამაში ყაზაიშვილი ზურგით იდგა და წინ ვერ გარბოდაა, ეს ნიშნავს რომ არ იყო სათანადოდ მომზადებული, არც პოლონეთის ლეგიაში ბრწყინავს სათადარიგოშია, გუშნდელი თამაში არის კაკაბაძე და ყაზაიშვილის ბრალი, იმედია გამოიტანენ სწორ დასკვენებს, შემდეგ თამაშებისათვის.
saqme
25 მარტი 2017 18:55
0
რა დროს მერაბასვილია ახალგაზდებს მიეცით დრო რომ შემდგომში გამოვადგეს
ვაკო
25 მარტი 2017 18:44
0
ვაისი უნდა დარჩეს დიდხანს რო ჩამოაკალიბოს მებზოლი გუნდი. ტამაში ზააგეს კაკაბაზემ და კაზაიშვილმა.
ვაკო
25 მარტი 2017 18:33
0
ბოიკოტი სტადიონზე დასცრებას მხოლოდ ეს სჰეგვიზლია დაუპირისპიროტ ამ მაფიასს.
Manoni
25 მარტი 2017 18:19
0
კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო რო ესეთი შემტევი ფეხბურთი რომელსაც ვაისი თხოვს ჩვენ გუნდს სწორედაც არის თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნა სწრაფი გადასვლა დაცვიდან შეტევაში და პრესინგი მეტოქის კარის სიახლოვეს ძალიან სწორედ წარმართავს თამაშსაც უბრალოდ ეს ფორმაციის ნაკრები ამის გამკეთებელი და შემსრულებელი არარის ცხადაძის ნაკრები ახლოსაც ვერ მივა ამ გუნდთან მწვრთნელის დავალებას რო ზედმიწევით ასრულებდენ.ისე რამდენი თამაში მოიგო ცხადაძის დროს გუნდმა არ მახსოვს მემგონი განადგურდა პოლონეთთან და ესტონეთან და გერმანიასთან კიდე მეკარე როარა კატასტროფა გარდაუალი იქნებოდა.საშემსრულებლო ოსტატობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეგეთ შეხვედრებში ძალიან მომეწონა მეტოქის 9 და 10 ნომრები ტიპიური თანამედროვე საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან და ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულები.
qutaiseli
25 მარტი 2017 18:15
0
ვინმე ადეკვატური ვაისზე აუგს იტყვის? ცხადაძე რა სახსენებელია საერთოდ, ვაისის მოყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო და იმედია დარჩება დიდხანს, მწვრთნელის თემა განსახილველიც არაა
გუგა
25 მარტი 2017 17:59
0
კალაძე და კობიაშვილი არიან პასუხისმგებელი ამ და ყველა წაგებაში, ცხადაძეს აწყობილი გუნდი გააცამტვერეს! გადადექი კობიაშვილო!!!!!!!!!!თუ თავმოყვარეობა გაგაჩნია.
მართალი
25 მარტი 2017 17:46
0
ძლივს არველაძეების და ქინქლაძის ნაკრების მერე მომეწონა ნაკრების თამაში ცხადაძის ხელში ძლივს რაღაც იმედი გაჩნდა რომ ფეხბურთი ჩვენც ვიცით და ისევ ქართული შური და ბოღმა ამ დაკომპლექსებული გოიმების. როდემდე????? ღალატის და ბოღმის გამო როდემდე უნდა შერცხვეს საქართველო
lucky
25 მარტი 2017 17:30
0
ზოგი ცერს აკრიტიკებთ და ლანძღავთო გულით არ თამაშიობენ ძმაო რა არის ჯოგი იმენა
zuriko
25 მარტი 2017 17:25
0
ქუთაისელო გენაცვალე იმენა სელფის ჯოხები არიან რა ტუჩებ მოპლარწკულები
zuriko
25 მარტი 2017 17:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული