საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
არ ვიცით ეს ფეხბურთის თამაში და ვაღიაროთ რა.
M
24 მარტი 2017 23:14
0
ვინმემ შეიძლება მწვრთნელს დააბრალოს. მწვრთნელმა რა ქნას? როგორ უნდა ასწავლოს კარის წინ პასის მიცემა ან საჯარიმოში შეჭრილ მოწინააღმდეგე მხარზე, რომ არ უნდა მოქაჩო. მოკლედ მთელი პრობლემა ფეხბურთელების ცუდ ფიზიკურ და ფუნქციურ მომზადებაშია.
gogig
24 მარტი 2017 23:11
0
არც მწვრთნელია აზრზე და არც ფეხბურთელები. Aრ სჭირდება საქაღთველოს ნაკრებს უცხოელი სპეციალისტი.ჩხადაძე უნდა დაეტოვებინათ. ქართველ ფეხბურთელს ქართული ფეხბურთი უნდა ათამაშო თუ არის დარჩენილი ასეთი რამ. მაგრამ არა მგონია. სამწუხაროა კიდევ ერთი ციკლი შემდეგის ციკლისთვის მზადებით და უაზრო თამაშით. თუ რამს თავი აქვთ დარჩენილი ტამაშები უნდა მოიგინ სულ. იმას მნიშვნელობა არ აქვს ოქრიაშვილი, წანტურია თუ ვინ არ არის. გუნდი არ არის და მომგებიანი სული.
niko
24 მარტი 2017 23:06
0
თერთმეტმეტრიანი და მსაჯი შვაინი!! ეს ის მსაჯია, რომელიც 2005 წელს კორუფციის სკანდალში გაეხვა!! და 6 თვიანი დისკვაფიკაცია ჰქონდა... სისხლის სამართლის სასჯელს იმით გადაურჩა, რომ მთავარი მონაწილე ჩაუშვა თვითონ თანამსაკი იყო იმ თამაშსში...როცა მთავარი მსაჯისგან 300 ევრო ქრთამი აიღო!!! და ამ საკნდალების უკავ ბალკანურ მაფიას უკავშირებდნენ!! ჟურნალისტებო ამ საკითხს მიაქციეთ ყურადღება!!
!!!!!
24 მარტი 2017 23:02
0
გაუჭირდებოდათ
Dato
24 მარტი 2017 23:02
0
თეორიული შანსი ფაქტიურად არც არასდროს გვქონდა ამ შემადგენლობით, მაგრამ ამ თამაში მკვეთრად გამოიხატა ვაისის უმდაბლესი დონე....
vako
24 მარტი 2017 22:59
0
ფუუუუ პირველი ტაიმი 3:1 მაინც უნდა მოგვეგო, იმდენი მომენტი გააფუჭეს
gigi
24 მარტი 2017 22:58
0
აი მაინც იმედიანად ვარ რა არაუშავს მაინც მომავლის იმედი მაქ))))))))))))))))))))) იმედიანო ხალხნოოო ყველაფერი კარგად იქნება!)))))))
svan
24 მარტი 2017 22:57
0
ყველა მეტოქე ვიხილეთ საქმეში და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრები არასოდეს მოხვედრილა ასე თანაბრად სუსტ ქვეჯგუფში და .... არასოდეს ყოფილა ასე უშანსოდ.....
მსქროლავი ტროლი
24 მარტი 2017 22:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული