ვლადიმირ ვაისი: მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას... ვნახოთ, რა იქნება ხვალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 27 მარტს, ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 28 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

- სერბეთთან მარცხის შემდეგ გუნდში როგორი განწყობაა? როგორ ემზადება ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის?
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ისეთი მატჩის წაგება, რომელსაც აკონტროლებ და რომელშიც არაერთ მომენტს ქმნი. ვიგებდით და შანსი გვქონდა, მეორე გოლიც გაგვეტანა, რომლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ეს ისტორიაა...

ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც სერბეთთან შანსი არ მიეცათ. თავისთავად, ყველა ერთად არ გამოვა მოედანზე, ზოგი ცვლილებაზე შევა. არ მინდა, მოედანზე პირველივე წუთიდანვე ყველა ახალწვეული გამოვიდეს.

ესპანეთთან მოგების შემდეგ დიდი დრო გავიდა და მოგება გვსურს. ვმუშაობთ, აქ სამუშაო ბევრია! მწვრთნელი ვარ და შედეგზე პასუხისმგებელიც ყოველთვის მე ვარ. ყოველი მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთო.

მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას და მატჩს ელოდება: თუ მას იგებს, ის რჩება, თუ არა - მიდის. ამიტომ ჩემი მომავალი ფეხბურთელებზე, ფედერაციის წარმომადგენლებზე, გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა იქნება ხვალ...

- რას იტყვით ლატვიის ნაკრებზე?
- ლატვია ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მეორე ნომრად კარგად თამაშობს. ისე კი, ჩვენთვის ყველა მეტოქე ძლიერია.

ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს და ვერ გეტყვით, რომ ხვალ გერმანიის, იტალიის დონის ნაკრები გეყოლებათ, მაგრამ ვმუშაობთ. შედეგი ჯერ არ არის, თუმცა მას ვუახლოვდებით. რამდენიმე ნაბიჯიღა გვაკლია იმ ხარისხამდე, რომლამდეც მისვლა მე, თქვენ და გულშემატკივარს გვსურს.

- სერბეთთან მატჩამდე თქვით, რომ ორი სათამაშო სქემა შეიმუშავეთ. ხვალ როგორ ვითამაშებთ?
- კი, 3-4-3 შევიმუშავეთ, მაგრამ ამ სქემისთვის სათანადო ფიზიკური მომზადება არ გვაქვს. ხვალ 4-3-3 სქემით ვითამაშებთ.

- თქვით, რომ ლატვიის ნაკრებს მეორე ნომრად თამაში ახასიათებს, ჩვენ კი პირველ ნომრად მთელ მატჩს ვერ ვატარებთ...
- კი, ასეა. ხვალ კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ლატვია სტანდარტულებიდან ბევრ გოლს უშვებს და ეს უნდა გამოვიყენოთ. ასევე, ზონურ დაცვას თამაშობს. დარწმუნებული ვარ, შეტევაში გაბედულად ითამაშებენ. მათ მოგება ენდომებათ, ისე არ ჩამოვიდნენ აქ.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ფული, ფული აი რა წყვეტს დღეს ნებისმიერ სპორტულ თამაშებში საქმეს.გვაქვს ფული? არა. ენთუზიაზმის დროც წასულია, რაღაც სახელმწიფოებრივ დონეზეა გადასაჭრელი.ამაზე უნდა ვიფიქროთ ერმა და ბერმა.
amiran
28 მარტი 2017 09:45
0
ვაისის მუშაობას დადებითად ვაფასებ. უნდა დარჩეს და გააგრძელოს საქმე - რაც ვართ ჯერჯერობით ესა ვართ მეტის რესურსი არ გავაქვს.
otari
28 მარტი 2017 09:20
0
Sportal je sagol tkven sagol,magari obieqturebi xart.
Kaxa qartveli.
28 მარტი 2017 07:55
0
რამდენი მწვრნელი უნდა გამოცვალოთ? პრობლემა სხვაგან ეძებეთ,.მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე მაგრები ვართ, ყოველთვის სხვაა დამნაშავე, ასეა ქართული ფსიქოლოგია
Shota
28 მარტი 2017 07:21
0
ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს და ვერ გეტყვით, რომ ხვალ გერმანიის, იტალიის დონის ნაკრები გეყოლებათ ვისაც აქვს იმას დაუთმე ადგილი წადი სახში
re
28 მარტი 2017 04:11
0
ვაისს დღეს ცხადაძეზე მეტი აქვს ხელფასი. ცხადაძის გაშვების ერთადერთი რეალური მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის რომ ცხადაძემ არ ჩაისვა კობიაშვილი ხელფასის წილში.
ამიტომ მოუყვანეს ეს უდღეური ვაისი დაუნიშნეს ცხადაძეზე მეტი ხელფასი და იქიდან ალვათ 2/3 თვითონ იღებენ
lashamax
28 მარტი 2017 03:58
0
ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ჩვენი ფეხბურთელები კი სწავლობენ თამაშს, სწრაფად ვერ ითვისებენ, მაგრამ წინსვლა მაინც აშკარად ეტყობათ, აი გულშემატკივრები კი (რათქმაუნდა მამულოს, პაატას და მათ მსგავს საბავშვო ბაღის აზროვნების მქონე კომენტარების ავტორებს ვგულისხმობ) უკეთესობისა არაფერი ეტყობათ. წაიკითხეთ ბატონებო რაგბის გულშემატკივართა კომენტარები ხანდახან და დასკვნა გამოიტანეთ, რამდენად დახვეწილი და სწორი ანალიზის გაკეტების უნარი აქვთ კომენტარებში იგრძნობა. თუმცა იქაც არიან რაგბის მამულოები, მაგრამ აშკარად უმცირესობაში. ვაი ვაი რომ გულშემატკივრობას სტადიონზე სწავლობენ, თქვენ კი ბატონებო მაღალი ხარისხის ფეხბურთი რომ გნებავთ გაიხსენეთ როდის იყავით სტადიონზე ეროვნული ჩემპიონეტის მატჩზე დასასწრებად? ერთი ამის გაკეთება შეგიძლიათ ქართული ფეხბურთის სასიკეთოთ და აკეთებთ რო?...გითამაშიათ ფეხბურთი? აბა ვისაც უთამაშია იმას კითხეთ რანაირია ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში. სტადიონზე მისული გულშემატკივარი იმხელა მუხტს სძენს თამაშის დროს ფეხბურთელს, სულ გატრუნული რომ იყოს ტრიბუნები, მაინც უდიდესი ძალაა მათი თანადგომა.
murtalo
28 მარტი 2017 03:09
0
ერთ პატარა ეზოს ყავდა ორი რეზო:)...როდემდე უნდა მისტიროდეთ ცხადაძეს? დიდი ხანია რაც ესტონეთმა შავი დღე აყარა მას და მის დამოძღვრილებს?...ქეცბაიაც არ დაგავიწყდეთ, ლატვიასთან არ იყო საუკეთესო თამაში რომ ითამაშა და წააგო?...ნაკრების თამაში ფეხბურთს დაემსგავსა და აცალეთ ამ კაცს მუშაობა, ასე გამართულად არცერთი მწვრთნელის ხელში არ უთამაშიათ.
murtalo
28 მარტი 2017 02:47
0
მწვრთნელის გაშვება რომ საქმეს შველიდეს დღეს მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით. მაგრამ კარგად ჩანს ჩვენი ნაკრების ისტორიიდან რომ მწვრთნელების გაშვების შემდეგ იგივე შედეგია თუ უარესი არა. ვაისმა აჩვენა რომ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია, თუნდაც ბოლო თამაში არის ამის მტკიცებულება. ისეთი სტრატეგია შეარჩია რომ მოწინააღმდეგე ვერაფერს ახერხებდა პირველ ტაიმში. ჩვენმა ფეხბურთელებმა შესასრულებელი ვერ შეუსრულეს მეტოქეს, თორემ ვაისმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. იმედი მაქვს ფედერაცია სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს. უნდა შევინარჩუნოთ ვაისი!
ლუკა
28 მარტი 2017 01:42
0
მამულო, ფეხბურთის არაფერი იცი, გასაგები და არითმეტიკის გაკვეთილებზეც გეძინა?
malgo
27 მარტი 2017 23:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული