ვლადიმირ ვაისი: მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას... ვნახოთ, რა იქნება ხვალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 27 მარტს, ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 28 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

- სერბეთთან მარცხის შემდეგ გუნდში როგორი განწყობაა? როგორ ემზადება ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის?
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ისეთი მატჩის წაგება, რომელსაც აკონტროლებ და რომელშიც არაერთ მომენტს ქმნი. ვიგებდით და შანსი გვქონდა, მეორე გოლიც გაგვეტანა, რომლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ეს ისტორიაა...

ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც სერბეთთან შანსი არ მიეცათ. თავისთავად, ყველა ერთად არ გამოვა მოედანზე, ზოგი ცვლილებაზე შევა. არ მინდა, მოედანზე პირველივე წუთიდანვე ყველა ახალწვეული გამოვიდეს.

ესპანეთთან მოგების შემდეგ დიდი დრო გავიდა და მოგება გვსურს. ვმუშაობთ, აქ სამუშაო ბევრია! მწვრთნელი ვარ და შედეგზე პასუხისმგებელიც ყოველთვის მე ვარ. ყოველი მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთო.

მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას და მატჩს ელოდება: თუ მას იგებს, ის რჩება, თუ არა - მიდის. ამიტომ ჩემი მომავალი ფეხბურთელებზე, ფედერაციის წარმომადგენლებზე, გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა იქნება ხვალ...

- რას იტყვით ლატვიის ნაკრებზე?
- ლატვია ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მეორე ნომრად კარგად თამაშობს. ისე კი, ჩვენთვის ყველა მეტოქე ძლიერია.

ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს და ვერ გეტყვით, რომ ხვალ გერმანიის, იტალიის დონის ნაკრები გეყოლებათ, მაგრამ ვმუშაობთ. შედეგი ჯერ არ არის, თუმცა მას ვუახლოვდებით. რამდენიმე ნაბიჯიღა გვაკლია იმ ხარისხამდე, რომლამდეც მისვლა მე, თქვენ და გულშემატკივარს გვსურს.

- სერბეთთან მატჩამდე თქვით, რომ ორი სათამაშო სქემა შეიმუშავეთ. ხვალ როგორ ვითამაშებთ?
- კი, 3-4-3 შევიმუშავეთ, მაგრამ ამ სქემისთვის სათანადო ფიზიკური მომზადება არ გვაქვს. ხვალ 4-3-3 სქემით ვითამაშებთ.

- თქვით, რომ ლატვიის ნაკრებს მეორე ნომრად თამაში ახასიათებს, ჩვენ კი პირველ ნომრად მთელ მატჩს ვერ ვატარებთ...
- კი, ასეა. ხვალ კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ლატვია სტანდარტულებიდან ბევრ გოლს უშვებს და ეს უნდა გამოვიყენოთ. ასევე, ზონურ დაცვას თამაშობს. დარწმუნებული ვარ, შეტევაში გაბედულად ითამაშებენ. მათ მოგება ენდომებათ, ისე არ ჩამოვიდნენ აქ.
მკითხველის კომენტარები / 42 /
არასერიოზულია ეს ლაპარაკი, რომ ცხადაძეს ხელში გუნდი პროგრესირებდა და ახლა ვარსკვლავებს მოვწყვეტდით რომ დარჩენილიყო. ვაისი უკეთესი მწვრთნელია და უფრო ცოტას იღებს, რატომ იყო მისი მოყვანა არასწორი?
გუგა
27 მარტი 2017 23:36
0
ვაისის ხელფასი თვეში შეადგენს 70 000 ევროს,წლიურად დაახლოებით 100 000 მილიონი მიაქვს სახლში და აქ ზოგიერთები კიდევ იძახიან ვაცადოთ კიდევო.კიტხვა: რატომ უნდა ვუხადოთ ვაისს ამხელა თანხა და რატომ უნდა ვაცალოთ,ამიხსენით ვინმემ?ასეთ შედეგს ქართველი მწვრთნელიც დადებს ამის მეათედ თანხად.თანაც ლარებში.
mamulo
27 მარტი 2017 23:34
0
ჯიქიამ რუსეთი აირჩია,ვერ გაიგეთ ზოგიერთებმა?
mamulo
27 მარტი 2017 23:28
0
იკითხეთ ვინმემ რამდენია ვაისის ხელფასი თვეში? ნუთუ გგონიათ რომ 10 000 დოლარად მუშაობს? ჰკითხეთ ფედერაციას ვინმემ ასე რომ ასაიდუმლოებენ ვაისის ხელფასს.
mamulo
27 მარტი 2017 23:26
0
მეც ვუყურე იმ თამაშებს პოლპნეთთან, ესტონეთთან.... რას მისტირით ვერ გავიგე,რას? ქვეყანაში სადაც პენსია 200ლარიც კი არ არის, საქართველოს ნაკრების ქართველ მწვრთნელს თვეში 10000 ლარი არ უნდა ეყოს?! მორჩით ამ ცხადაძეზე ერთხელ და სამუდამოდ!
aburjga
27 მარტი 2017 23:04
0
თუ ვინმეს პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ეს ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა იყოს პირველ რიგში. მათ გაუშვეს მწვრთნელი, ვის ხეკშიც გუნდი პროგრესირებდა და გუნდი ანდო ვაისს
agu
27 მარტი 2017 22:46
0
ეს გუნდია ოპტიმალური ტრამვების გარეშე:
ლორია - გ.ჯიქია, ს.კვირკველია, ხოჭოლავა, გ.კაშია - ვ.გვილია, აბურჯანია - ყაზაიშვილი - ჯ.ანანიძე, ოქრიაშვილი - მჭედლიძე

სათადარგოები:
მაკარიძე - ნავალოვსკი, მ.კობახიძე, ცისკარიძე, ო.კაკაბაძე - კანკავა, ჰუფნაგელი - ს.კობახიძე, გოგია - ნ.კაჭარავა

რ.კვასხვაძე, რევიშვილი
უ.ლობჟანიძე, ლ.დვალი, ფურცვანია, გადრანი, ნ.კვეკვესკირი, კ.მახარაძე, გ.მერებაშვილი, გ.არაბიძე, გ.მელქაძე, ვაჩიბერიძე, კიტეიშვილი, ქვილითაია, გ. ჭანტურია, ბ.ზივზივაძე, სხირტლაძე, ნ.ქუთათელაძე, გ.ბერიძე
პაატა
27 მარტი 2017 22:33
0
"რამდენიმე ნაბიჯიღა გვაკლია იმ ხარისხამდე, რომლამდეც მისვლა მე, თქვენ და გულშემატკივარს გვსურს"---ესეც ჩვენ გვაბოლებს.გასაშვებია.ეს მხოლოდ თავის ხელფასზე ზრუნავს
mamulo
27 მარტი 2017 22:24
0
"ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს და ვერ გეტყვით, რომ ხვალ გერმანიის, იტალიის დონის ნაკრები გეყოლებათ"-აბა ფულის წასაღებად ჩამოდი?არ იცოდი სად და რა ფეხბურთელებთან მოგიწევდა მუშაობა?
mamulo
27 მარტი 2017 22:21
0
მეც რეზო ვარ,ოღონდ სხვა.დრო უნდა მიგვეცა ცხადაძისთვის.
რეზო
27 მარტი 2017 22:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული