სიომინი: როცა "ლოკომოტივში" ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

AutoSharing Option
5 აპრილს რუსეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" "უფას" დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:0 მოუგო და თასის ფინალში გავიდა. კვირკველია მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლოკომოტივის" მწვრთნელ იური სიომინს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ქართველი მცველიც უხსენეს.

- სანამ ჩორლუკა ტრავმირებულია, ძირითად გუნდს კარგად ერგება კვირკველია.
- ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობენ. როგორც კი ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

თასის მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა. ერთმანეთს ყაზანის "რუბინი" და "ურალი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მდააა... არ ჩანს ეს კაცი--სიომინი დერჟიმორდა შოვინისტი...
status quo
08:37 06-04-2017
0
სიომინი არის მაგარი კაცი !!! ქართველებთან მაგრად არის . მის გუნდში ყოველთვის იყვნენ ქართველები (ასასთიანი , ჯანაშია,აშვეთია,დემეტრაძე,მუჯირი,) გუშინ რომ ითამაშა კვირკველიამ . ას თუ გააგრძელა , რუსეთში საუკეთესო იქნება!!
ჯონი
11:41 06-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული