საქართველოს ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
6 აპრილს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 4 პოზიციით დაწინაურდა.

"ჯვაროსნები" ახალ რეიტინგში ამჟამად 274 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი მატჩი გამართა.

მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში სერბეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

მეორე შეხვედრაში, რომელიც ამხანაგური იყო, ლატვიის ნაკრები ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- 5:0 და მეტი - საქართველოს ნაკრებისგან დაჩაგრულები [VIDEO]

ცვლილებებია საუკეთესო ათეულში, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინას პირველობა ჩამოართვა. კოლუმბია მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო
ბელგია მეშვიდეზე დაქვეითდა. ათეულიდან გავარდა ურუგვაის ნაკრები და ამჟამად მე-15 ადგილზე იმყოფება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
გერმანია 1 იტალია 2 თუ ათეულში ვინმემ მოუგოს
a
06 აპრილი 2017 20:22
0
ეს არის ძალიან არარეალური რეიტინგი კომედიაა თვეში ერთხელ უნდა გადახედო და იცინო
lova
06 აპრილი 2017 20:15
0
სანამ ტოტალიზატორები და მსგავსი მაიმუნობები არ მოისპობა, ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება!!!
მანჩო
06 აპრილი 2017 19:59
0
რეიტინგი ვნახე და ოი საოცრებავ, ბურკინა ფასო არის ასეთი ქვეყანა 35-ზეა და 70-ზე ქვეყანაა რომელიც საერთოდ არ გამიგია :). რა სირცხვილია!
zaza
06 აპრილი 2017 19:09
0
სასაცილო რეიტინგია.. პირველ ხუთეულში 4 სამხრეთამერიკული გუნდია და მხოლოდ ერთი ევროპული არადა რეალური ძალთათანაფარდობა პირიქით არის
giorgi
06 აპრილი 2017 19:02
0
ვულოცავ პირველ რიგში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული გუნდის ყველა წევრს და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას, ამხანაგურის იმგვარად დაგეგმვისა, რომ ოფიციალური მატჩის წაგების მიუხედავად ნაკრებმა რეიტინგში 4 ადგილით წინ წაიწია. სვა დროსაც ვწერდი და გავიმეორებ უნდა ჩატარდეს დიდი სამუშაო ისეთი ამხანაგური მატჩების გრაფიკის შესადგენად, რომელიც ნაკრებს მიეხმარება 70-ეულში შესვლაში, რაც შემდგომ ჩვენ ფეხბურთელებს გზას გაუხსნის ელიტ ლიგებში სათამაშოთ და ამ საქმის მოგვარებაში ვფიქრობ ხელშეწყობა არის სისხლხორცეული საქმე ფედერაციის და შემდეგ რა თქმა უნდა ნაკრების სერიოზული მიდგომა ყველა თამაშისადმი.
gizog
06 აპრილი 2017 16:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული