საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ლევან ბაჯელიძის გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ანგარიში მე-14 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. მე-20 წუთზე გულნარა გაბელიამ მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. ესტონელებმა სხვაობის შემცირება და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 59-ე წუთზე შეძლეს, გოლი სიგნი აარნას ანგარიშზეა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შესარჩევი რაუნდის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას 11 აპრილს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე
დასწრება თავისუფალია.

საქართველო ქ 2:1 ესტონეთი ქ
თბილისი, "მიხეილ მესხი"

საქართველო ქ: სუხაშვილი, ქველიძე, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (87" ჩემინავა), ჭყონია (90" ჭიჭინაძე), გაბელია, დანელია, სხირტლაძე, სუთიძე, დოლიძე (61" გორგაძე)
მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

ესტონეთი ქ: სტრიგინი, რაადიკი, პაულუსი, კუბასოვა (73" ტოომი), აარნა (79" ლოო), ბანიკოვა, ტამმიკი (75" კუბასსოვა), ზლიდნისი, ვალსი (87" სორმუსი), ოუნპუუ, რუტკოვსკაია
მთ. მწვრთნელი: ინდრეკ ზელინსკი

მსაჯები: ზუზანა კოვაჩოვა, სლავომირა მაიკუტოვა, ანდრნიკი ნიოტი, ელენი ლამპადარიუ

გაფრთხილება:
18" ჭყონია

გოლები:
1:0 ჭყონია (14), 2:0 გაბელია (20), 2:1 აარნა (59).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული