ეროვნული ლიგა. VIII ტური: ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოსაც" მოუგო

AutoSharing Option
22 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VIII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

- ეროვნული ლიგა. VIII ტური: "სამტრედია" და "ლოკომოტივი" დაზავდნენ

ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს - მატჩის მე-19 წუთზე თავი იაროსლავ კვასოვმა გამოიჩინა. 30-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გიორგი გურულმა გაათანაბრა. გურულმა პირველი ტაიმის მიწურულს მეორეც გაიტანა და პირველი ტაიმი ასეც მორჩა.

65-ე წუთიდან "დინამო" მოედანზე 10 კაცით დარჩა. მატჩის მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ხელით თამაშის გამო მოედნიდან გელა გოგიტიძე გააძევა. აღსანიშნავია,
რომ ამ ეპიზოდში მსაჯმა შეცდომა დაუშვა. განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ გოგიტიძემ არა ხელით, არამედ მხრით ითამაშა. 90-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ "დინამოს" მესამე გოლი გაუტანა. საბოლოოდ, 3:1.

"ტორპედომ" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, "დინამომ" კი - ზედიზედ მესამე წააგო.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა. "დინამო" კი 9 ქულით მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
samarxvino msajoba, prinzipshi ra chempionatizaa, isetia msajoba))))
saba
22:25 22-04-2017
0
ელიკაშვილს დაუთბილოს ფეხუნები მუჯირმა და ყველაფერი კარგად (მაფიოზურად) იქნება. ბანდიტი ელიკაშვილი
ბუფონი
00:20 23-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული