მოგეხსენებათ, მან გუშინწინ ოდესის "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში ითამაშა. ამავე დროს, ცნობილი იყო, რომ ტრავმის გამო ის საქართველოს ნაკრებს დააკლდებოდა უახლოეს ორ შეხვედრაში.
თავიდანვე უნდა ითქვას - ძნელად დასაჯერებელია, რომ ხოჭოლავამ სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გააცდინა. მისი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა.
ჩვენი ინფორმაციით, მას ხელზე ოპერაცია სჭირდება. "ჩერნომორეცში" კი იმიტომ ითამაშა, რომ ამ კლუბში ეს მისი ბოლო მატჩი იყო. მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან ხოჭოლავა კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)