ვლადიმირ ვაისი რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე უიღბლო უცხოელ მწვრთნელებში დასახელდა

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "ბიზნეს-Online"-მა ამ ქვეყნის ჩემპიონატში წარუმატებლად ნამუშევარი უცხოელი სპეციალისტები გაიხსენა, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ ვაისიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის სლოვაკი სპეციალისტი 2006-2007 წლებში რამენსკოეს "სატურნს" წვრთნიდა.

"ის იყო ჯერ ჩეხოსლოვაკიის, შემდეგ კი სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელი. ითამაშა 1990 წლის მსოფლიოს ჩემიონატზე.

"სატურნში" გატარებულ სადებიუტო სეზონში დაკავებული მე-11 ადგილი კლუბის ხელმძღვანელებმა მიუტევეს, მაგრამ 2007 წლის სეზონში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ, გუნდი კიდევ უფრო ქვემოთ, მე-13 ადგილზე დაეშვა. მას შემდეგ, რაც ვაისი გაუშვეს, მოვიდა გაჯი გაჯიევი და
"სატურნმაც" სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ვაისი დღეს საქართველოს ნაკრებს წვრთნის, რომელიც შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა", - წერს საიტი.

რუსეთში წარუმატებელ უცხოელ მწვრთნელთა შორის ასევე მოხვდნენ ესპანელი ხავი გრასია (რუბინი), რუმინელი მირჩა ლუჩესკუ (ზენიტი), იტალიელი ნევიო სკალა (სპარტაკი), დანიელი მექაელ ლაუდრუპი (სპარტაკი), ესპანელი ხუანდე რამოსი (ცსკა), ჰოლანდიელი რუდ გულიტი (ტერეკი), ესპანელი უნაი ემერი (სპარტაკი) და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანლობით საქართველოს ნაკრებმა აქამდე 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულ და 6 დათმო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც მაგარი ქართველი კაცი ცხადაძე გაუშვა ის საქართველოს მტერია .კალაძე ხომ სამარცხვინოა ყველაფერში ეს უტვინო კობიაშვილიც რომ აიყოლია მაგაზე მწყდება გული.
უპატრონო ქვეყანა
11:21 04-06-2017
0
ჩამონათვალიდან გარსიასა და გულიტის გარდა ყველა მაგარი მწვრთნელია...გულიტი ფეხბურთელობისას ძალიან დიდი იყო, მაგრამ მწვრთნელობისას თავი ვერ გამოიჩინა. ხავი გარსია რაცაა თუნდაც კვირკველიასთან დამოკიდებულებაში გამოჩნდა.
murtalo
19:46 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული