ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს - მოლდოვის წინააღმდეგ.

"11 ივნისს მოლდოვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ვემზადებით. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება.

ფეხბურთელთა ტრავმების გამო იძულებული გავხდი, ნაკრებში რამდენიმე ახალი მოთამაშე მომეწვია. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ისინი თავს ჯერ ვარჯიშებზე, შემდეგ კი თამაშებზე.

მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ამხანაგურ მატჩს არც ისე ცნობილ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ვმართავთ. ეს გუნდი გუშინ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 0:5 დამარცხდა და ვფიქრობ, ამხანაგური მატჩის კვალობაზე, ჩვენთვის კარგი მეტოქეა.

ამ გუნდს რეიტინგის გაუმჯობესებისთვის არ ვეთამაშებით. თანაც, ქულები მაინც არ დაგვემატება, რომც მოვიგოთ. ფედერაციამ შემომთავაზა ეს ვარიანტი და დავთანხმდი. უცხოეთში გამგზავრებას და ზედმეტი ფულის ხარჯვას სჯობს, თბილისში ვითამაშოთ. ოფიციალური მატჩის წინ ეს კარგი ვარჯიში იქნება.

გიორგი მერებაშვილს ადრე აქვს ნაკრებში ნათამაშები, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელობით ის აქ პირველადაა. მას ვაკვირდებოდი, პოლონეთში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ახლა ზუსტად ასეთი ფეხბურთელები მჭირდება. გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, გიორგი ჭანტურია, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, ვაკო ყაზაიშვილი უთამაშებელია, წინა ხაზში კი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელია საჭირო.

არ ვფიქრობ, რომ ნაკრები კრიტიკულ ზღვარზეა. უბრალოდ, უიღბლობა ყველა მატჩში თან გვდევდა. თითქმის ყველა შეხვედრაში ჩვენი თამაში მაღალი დონის იყო და რომ არა უიღბლობა...

გუნდი ყოველდღე იზრდება და ასე იქნება მოლდოვასთან მატჩის მერეც!

უჩა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა ვარჯიშზე მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც შემადგენლობას ჯაბა ჯიღაური დავამატე. ის კარგი ფეხბურთელია", - თქვა ვაისმა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა ავთო ებრალიძეზეც ჰკითხეს, თუ აკვირდება და აპირებს მომავალში ნაკრებში მის გამოძახებას.

"უკვე მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ ყოველთვის ახალ ფეხბურთელებს ვერ გამოვიძახებ. ამ ეტაპზე ვიძახებ მხოლოდ იმას, ვისაც ვენდობი და კიდევ, 2-3 ფეხბურთელს ჩემპიონატიდან. იცით, რომ მომწონს აკაკი გოგია, მაგრამ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ისიც იცით, რომ გიორგი ჯიქიას ხილვა მსურდა აქ, მაგრამ მან რუსეთის ნაკრები არჩია... რას ვიზამთ", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ცნობილი ფრაზაა.ბევრი ტრამვირებული ფეხბურთელები გვყავს! თავს იზღვევს ამით,იცის წინასწარ რომ არაფერი სამი ქულის ამღები არაა.მოლოდოვასაც ჰყავს ტრამვირებულები. არც გაცკანი ეყოლება,ვინც გოლი გასთხარა თბილისში.
რაში აძლევენ მართლა ამ კაცს ხელფასს ვერ ვხდები მარტო ოფიციალურ თამაშებზე ჩამოდის კაცი.
სულ ნუ ჩამოხვალ სკაიპით ეკონტაქტე ფეხბურთელებს თამაშის ღაწყებისას და მერე შესვენებაზე,რატომ ხარჯავ ბილეთის ფულს?
დავით 67
05 ივნისი 2017 21:10
0
ნახეთ ზუროსმა რა ხალხი გამოიძახა?ყველგან ნახა ეძება შეკრიბა, მუშაობს კაცი, კოჭლობიტ ჩამოვიდა, აი ნახეთ თუ არ დადებს შედეგს. წარმატებები
vaso
05 ივნისი 2017 19:28
0
ise kobiashvilma aria daria kvelaferi zxadaze rom gaushves, pasuxismgebloba marto weiss ki ara kobiashvilsaz unda moekitxos!!
kai bichi
05 ივნისი 2017 18:03
0
რომელი სამი ქულის ამღები ხარ, თბილისში ვერ მოუგე მოლდავას, იქ მოუგებ?! ან ამ მკვდრებით აპირებ მოგებას?! წინასწარ ვიცი რაც იქნება, და როგორც ყოველთვის ეხლაც იტყვიან:კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ!!!! ერთი ვერ გაითავისა ამ ხალხმა რომ ვინც კარგად თამაშობს, ის არ აგებს თამაშს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით!!! რისი მომგებები ხართ! ამ ხალხს მაინც ნუღარ ატყუებთ?!
goga
05 ივნისი 2017 17:55
0
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი გადასულია ცნობილი საკლუბო გუნდების გულშემატკივრობაზე და ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია ქართულ ფეხბურთში არსებული სავალალო მდგომარეობა, ამასთან გაოცებას იწვევს ფეხბურთის ფედერაციის თვითკმაყოფილება და გაყუჩება...ამასთან სპორტული ჟურნალისტები, რომლებიც კრიტიკულები იყვნენ წინათ, ეხლა გტრუნულები არიან, რას მივაწეროთ ეს ყოველივე? ხალხი მილიონებს იხდის და შედეგი ნული, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი...
pop
05 ივნისი 2017 17:32
0
ციტატა: "საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა"...
რომ დაწეროთ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - რა მოხდება? ყველამ ხომ არ იცის რომ ვაისი ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელია? არადა ეროვნული ნაკრები სხვა სპორტის სახეობებშიც გვყავს.
ანუ მთავარი ნუ გავიწყდებათ.
mmm
05 ივნისი 2017 17:22
0
ვაისი- ნარმანია
pele
05 ივნისი 2017 17:18
0
როგორ გაიყვანა ამან გუნდი ევროპაზე, თუ მსოფლიოზე არ მახსოვ. მაგას დაეკარგა მეხსიერება. ერთხელ მძ-----რიც აყვავდებაო
mamu
05 ივნისი 2017 17:17
0
ეს კაცი ტუტუცია და უვიცი
uuuuuu
05 ივნისი 2017 17:15
0
ეს კაცი მასხრად გვიგდებს. სომხებმა 5 ით 0 მოუგო და ჩვენტვის კაიაო. კი აბა რა, ეროვნულიდან, აზერიდან პრიბალტიკიდან, უთამაშებლები, კაზახეთიდან გამოიძახე ფეხბურთელები და უკრაინიდან პოტუგალიიდან, შეყრილაძე იტალიიდან სანახავი, ბერიძე სლოვაკეთიდან, კიდევ თამაშობენ ბიჭები ევროპაში, ესენი არა, ხოდა კაია კანეჩნა. ფედერაციიდან რო გამოსაყრელია ყველა კი ვიცი მე. შე დალოცვილო თუ არ გამოიძახე და ათამაშე, ნდობას როგორ დაიმსახურებს. ან ვინც გყავს გამოძახებული , ნდიბა რიტ დაიმსახურეს. ვაი ჩვენს პატრონს
vaso
05 ივნისი 2017 17:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული