ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს - მოლდოვის წინააღმდეგ.

"11 ივნისს მოლდოვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ვემზადებით. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება.

ფეხბურთელთა ტრავმების გამო იძულებული გავხდი, ნაკრებში რამდენიმე ახალი მოთამაშე მომეწვია. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ისინი თავს ჯერ ვარჯიშებზე, შემდეგ კი თამაშებზე.

მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ამხანაგურ მატჩს არც ისე ცნობილ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ვმართავთ. ეს გუნდი გუშინ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 0:5 დამარცხდა და ვფიქრობ, ამხანაგური მატჩის კვალობაზე, ჩვენთვის კარგი მეტოქეა.

ამ გუნდს რეიტინგის გაუმჯობესებისთვის არ ვეთამაშებით. თანაც, ქულები მაინც არ დაგვემატება, რომც მოვიგოთ. ფედერაციამ შემომთავაზა ეს ვარიანტი და დავთანხმდი. უცხოეთში გამგზავრებას და ზედმეტი ფულის ხარჯვას სჯობს, თბილისში ვითამაშოთ. ოფიციალური მატჩის წინ ეს კარგი ვარჯიში იქნება.

გიორგი მერებაშვილს ადრე აქვს ნაკრებში ნათამაშები, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელობით ის აქ პირველადაა. მას ვაკვირდებოდი, პოლონეთში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ახლა ზუსტად ასეთი ფეხბურთელები მჭირდება. გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, გიორგი ჭანტურია, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, ვაკო ყაზაიშვილი უთამაშებელია, წინა ხაზში კი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელია საჭირო.

არ ვფიქრობ, რომ ნაკრები კრიტიკულ ზღვარზეა. უბრალოდ, უიღბლობა ყველა მატჩში თან გვდევდა. თითქმის ყველა შეხვედრაში ჩვენი თამაში მაღალი დონის იყო და რომ არა უიღბლობა...

გუნდი ყოველდღე იზრდება და ასე იქნება მოლდოვასთან მატჩის მერეც!

უჩა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა ვარჯიშზე მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც შემადგენლობას ჯაბა ჯიღაური დავამატე. ის კარგი ფეხბურთელია", - თქვა ვაისმა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა ავთო ებრალიძეზეც ჰკითხეს, თუ აკვირდება და აპირებს მომავალში ნაკრებში მის გამოძახებას.

"უკვე მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ ყოველთვის ახალ ფეხბურთელებს ვერ გამოვიძახებ. ამ ეტაპზე ვიძახებ მხოლოდ იმას, ვისაც ვენდობი და კიდევ, 2-3 ფეხბურთელს ჩემპიონატიდან. იცით, რომ მომწონს აკაკი გოგია, მაგრამ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ისიც იცით, რომ გიორგი ჯიქიას ხილვა მსურდა აქ, მაგრამ მან რუსეთის ნაკრები არჩია... რას ვიზამთ", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ვაისის ხელში ვერცერთი ოფიციალური თამაში ვერ მოვიგეთ! ამ ყველაფრის შემდეგ ფედერაცია იძახის პროგრესიაო და ვაისიც გვაიმედებს ფედერაციაში მოვწონვარო - ვისთან შედარებით არის პროგრესი და რასთან?! ჩვენ ვართ ბოთე გულშემატკივრები - თავზე რომ არ დავახურეთ ფედერაციას ყველაფერი, მოლდოვეთის შემდეგ!
აზრთა ჭიდილის ნუ გეშინიათ, თორემ დარჩებით ჯიბის ჟურნალისტებად!
05 ივნისი 2017 16:57
0
იუო პერიოდი СССP ნაკრების ძირითადი ბირთვი იყო დაკომლეკტრბული კიევის დინამოს ფეხბურთელებიდან, და გუნდი თამაშობდა
გივი
05 ივნისი 2017 16:16
0
გვარებიტ ნუ იძახებ ბიჭებს, ვინ ახლა ძლიერა და კარგ ფორმაშია ის გამოიძახე და ატამაშე ტორემ მოგიწევს შენ ..........
gela
05 ივნისი 2017 15:32
0
samwuxarod rogori gulshematkivrebic vart,mwvrtnelic iseti gvyavs.makarizeze sanamasjer arutxres,mgoni arcicoda viniyo da ase uamravze.unda miaba kobiashvilic da gaagdo orive daje saqartvelodan....
euhhh
05 ივნისი 2017 15:25
0
levani zesta-ს. აჯობებს ისე დაწერო, რომ ადამიანმა შინაარსი გამოიტანოს. მეგობარო, გულს რატომ იტკიებ ამათ გამო. სტენდი სასწრაფოდ. კომენტარის "სიმძაფრიდან" გამომდინარე ჩანბს, რომ არ ყნდა იყო ქორფა.... მოუფეთხილდი თავს....
nodi
05 ივნისი 2017 15:14
0
ისე ამ კაცს აწყობილი აქვს ცხლვრება(უფრო სწორად ააწყობინეს)ჩამოდის ერთი კვირით ადრე,ხანდახან როცა უნდა. დაახვედრებენ სიას. დადის სადაც უნდა(მოსკოვში იყო საბას და ჯანოს ვაკვირდებოდიო,ეგენი რომ ასნავნოის ხალხია რათ უნდა მაგათ დაკვირ ება,ზამთარში არაფრის მომცემი სბორი ემირატებში,რამდენი კაცი თამაშობს მაგ ზბორებიდან ეხლა გუნდში?კაის ჭამს, კაის სვამს.როცა ჩემპიონატი მიდის აქ უნდა იყოს,როგორი ჩემპიონატიც არ უნდა გვქონდეს.ბიჭები უფრო მოინდომებენ როცა ეცოდინებათ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გვიყურებსო და საერთოდ იმ ქვეყანაში უნდა იყო სადაც მუშაობ და ხელფასს გიხდიან.ნუ აგდებინებდ ყველას თავს,ქვეყნის იმიჯს გაუფრთხილდით.
კახა ქირია
05 ივნისი 2017 15:04
0
ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი ქვეყნები, მითუმეტეს ნაკრებები არ გამიგია; საქვემოქმედო აქციას ვატარებთ?
777
05 ივნისი 2017 14:59
0
ისე ვარჯიშზე წაგებაც მოსულა
zviadi
05 ივნისი 2017 14:50
0
მეიყვანეთ ბიჯო ვინცხა წესიერი მწვრთნელი მეიყვანეთ თქვენი..!!!"იღბლიანი"მეიყვანეთ ოღონდ მეიყვანეთ!!!ვისია ეს სტადიონები ვისი?!გული მტკივა უკვე გული!!
levani zesta
05 ივნისი 2017 14:34
0
moldovas saxlshi, rom ver mouges imis mere rogor acherebt am ...?
walt
05 ივნისი 2017 14:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული