ვლადიმირ ვაისი: ანანიძე მოლდოვასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და შინ გავუშვი

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან სტუმრად გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რუს ჟურნალისტებთან განაცხადა.

მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ტრავმის გამო ვერც სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან თბილისში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა არსებობდა იმედი, რომ ფეხბურთელი ოფიციალური მატჩისთვის გამოჯანმრთელებას შეძლებდა...

"ჯანოს მცირე ტრავმა აქვს. შეიძლება ითქვას, ის შეკრებაზე უკვე ტრავმირებული მოვიდა. დაზიანების ხარისხზე საუბარი გამიჭირდება - მე ხომ ექიმი არ ვარ. უბრალოდ, მას არ შეუძლია თამაში, წუხს ტრავმის
გამო და ამის გამო შინ გავუშვი", - უთხრა სლოვაკმა სპეციალისტმა championat.com-ს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის VI ტურის შეხვედრას მოლდოვის ნაკრებთან 11 ივნისს, კიშინიოვში ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
aseti ram arc minaxavs da arc gamigia ro,romelime qveynis safexburto nakrebs ziritadi shemadgenlobis naxevarze meti tramvirebuli yofiliyos. 11-dan 6-si tramvirebuli? nu arvici ra.eseti uigbloba? martla magra mecodeba vaisi ro pasuxs txoven rato argaqvs shedegiooo...saidan an rogor?
romandro
21:49 09-06-2017
0
ბევრი არც არის ტრამვირებული უბრალოდ არაფრის მომცემ მატჩებს თავს არიდებს მაგალითად ანანიძე ყოველ წელიწადს მაშინ იტრამვება როცა ნაკრებს გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ვაისსაც არ ჯერა ამ ტრამვების მისი კომენტარიდანაც იგრძნობა.
რუსთავი
23:24 09-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული