ვლადიმირ ვაისი: ანანიძე მოლდოვასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და შინ გავუშვი

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან სტუმრად გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რუს ჟურნალისტებთან განაცხადა.

მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ტრავმის გამო ვერც სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან თბილისში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა არსებობდა იმედი, რომ ფეხბურთელი ოფიციალური მატჩისთვის გამოჯანმრთელებას შეძლებდა...

"ჯანოს მცირე ტრავმა აქვს. შეიძლება ითქვას, ის შეკრებაზე უკვე ტრავმირებული მოვიდა. დაზიანების ხარისხზე საუბარი გამიჭირდება - მე ხომ ექიმი არ ვარ. უბრალოდ, მას არ შეუძლია თამაში, წუხს ტრავმის
გამო და ამის გამო შინ გავუშვი", - უთხრა სლოვაკმა სპეციალისტმა championat.com-ს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის VI ტურის შეხვედრას მოლდოვის ნაკრებთან 11 ივნისს, კიშინიოვში ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანოს,ოქრის,მჭედლოს,ჭანტურას გარეშე და ვაკოს უპრატიკობის გამო ამ თამაშის ყურების მუღამი მეკარგება.ეს ხალხია ვინც ალამაზებს ხოლმე ჩვენი ნაკრების თამაშს, არ გეწყინოთ მაგრამ კანკავას, დაუშვილის თამაში ჩეხვა უფროა ვიდრე ფეხბურთი. მერებაშვილის თამაშს ფაფხური ჰქვია. ცოტა კვეკვეს იმედი მაქვს და გვილიასი ტექნიკურები არიან. დაცვაზე არ ვიტყვი არაფერს.
0
ბევრი არც არის ტრამვირებული უბრალოდ არაფრის მომცემ მატჩებს თავს არიდებს მაგალითად ანანიძე ყოველ წელიწადს მაშინ იტრამვება როცა ნაკრებს გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ვაისსაც არ ჯერა ამ ტრამვების მისი კომენტარიდანაც იგრძნობა.
რუსთავი
23:24 09-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული