მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს, კიშინიოვში, საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლებმა გატანა მე-12 წუთზევე შეძლეს, თუმცა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ამის მიუხედავად, მოლდოველებმა წინ გასვლა მაინც შეძლეს. სულ რაღაც სამ წუთში მეტოქემ საჯარიმო დარტყმიდან ჩაწოდებული ბურთი გოლად აქცია. გატანილი გოლის ავტორი რადუ ჯინსარი გახდა.

36 წუთზე ალექსანდრ დედოვმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პასის გაკეთების მომენტში ბურთმა მოედნის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მსაჯებმა ეპიზოდი ვერ
შეამჩნიეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო თამაში. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა კი 65-ე წუთზე ნიკა კაჭარავას პასის შემდეგ, გოლის გატანა მოახერხა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა! გოლის გატანა კვლავ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა შეძლო – ამჯერად თავი ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა.

79-ე წუთზე ჩვენს კართან მცირე არეულობა შეიქმნა, მეკარის ფუნქცია ნიკა კვეკვესკირმა ითავა და მოლდოველი ფეხბურთელის დარტყმული თავით მოიგერია.

84-ე წუთზე ქართველების შეტევას გიორგი არაბიძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მეტოქის კარი ხარიხამ იხსნა.

- საქართველოს ნაკრების გოლები მოლდოვას კარში [VIDEO]

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს 3 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში კვლავ ბოლოს წინა ადგილზეა, ბოლო კი მოლდოვაა 2 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 54 /
რას აიჩემეთ ეს მოლდოვა? _ მოლდავეთია ქართულად და კიდევ ფეხბურთელებისგან რომ ითხოვთ პროფესიონალიზმს "ამოუქაჩა" მაღალი ჟურნალისტური კვალიფიკაციის ნაყოფია ვითომ? _ ყველა საკუთარ პროფესიონალიზმზე რომ დაფიქრდეს ჯობია
გაუმარჯოს საქართველოს!
12 ივნისი 2017 14:25
0
პირველი ტაიმის შემდეგ ,ყურება აღარ მინდოდა!
მაგრამ ,კიდევ კარგი,მაინც ვუყურე მეორეს.
არაბიძის , ხარიხას გარტყმული ბურთი, რომ გასულიყო, შედევრი იქნებოდა!
დვალიშვილი, ამდენი წელი რატომ ყავთ ,ტყუილად ,საერთოდ არ მესმის!
ტაბიძე და მერებაშვილი მომეწონა.
dima
12 ივნისი 2017 11:10
0
კარგით რა. ლობჟანიძე და დვალიშვილი ისევ, რა უბედურებაა. ტელევიზორში მაინც უყურეთ ფეხბურთს.
ვაისის დანაშაული ის არი რო საუკეთესო შემადგენლობას არ აყენებს.
noe
12 ივნისი 2017 11:03
0
უთავმოყვარეები.
izi
12 ივნისი 2017 10:56
0
სამარცხვინოები,ყველამ ისწავლა თამაში ამათმა კი ფეხბურთი საქართველოში გადაშენების გზას დაუყენეს, თუმცაღა რას იტყვი, ხალხია გადაშენების გზაზე და...
ebbe sandi
12 ივნისი 2017 10:38
0
არაბიძეს დიდი მომავალი აქვს, ჭკვიანია, ცოტა გაბედულება აკლია და მალე მოვა ეს. დვალიშვილი მოსაკვეთია, კანკავა, ნავალოვსკი და ლობჟანიძე მეომრები არიან, მადლობა მათ, მაგრამ ნახვამდის . დამსახურებული პენსია, მათი ნაკრებიც დამთავრებულია. ფედერაციას სამუშაოაქვს მახარაძესთან და გოგიასთან დაკავშირებით, დასამატებელია ებრალიძე, არის კიდევ 2 -3 იგროკი და მჯერა ნაკრების წარმატებას წინ ვერაფერი დაუდგება. წარმატებები. ვაისი დასატოვებელია, ამ ეტაპზე
dadu
12 ივნისი 2017 10:32
0
გუშინ რაც ჩვენ პირველ ტაიმში ვიხილეთ, ეს იყო ანტიფეხბურთი. ასე არ შეიძლება ბიჭებო. ცოტა მაინც გაუფრთხილდით ქვეყნის რეპუტაციას თუ არა, თქვენს პირად რეპუტაციას მაინც. თუმცა, უნდა იქთვას, რომ ამაში უდიდესი როლი მწვრთნელს ეკისრება, რომლის ტაქტიკა პირველ ტაიმში კრიტიკას ვერ უძლებს. სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ კახა ცხადაძის არაორდინალური გაშვება და კობის არაორდინალურად არჩევა, ძალიან დიდი შეცდომა იყო. არ დამოწყოთ ახლა არაო. არ არის შედეგი, გამოდის, რომ ყველფერი წყალშია გადაყრილი. ნაკრები რომ შესარჩევში ერთ თამაშს ვერ მოიგებს, პრეზიდენტ-მწვრთნელებიანად, სასწრაფოდ გასაყრელია ყველა. სირცხვილია, სირცხვილი. ნუ შეგვაძულეთ არა მარტო ფეხბურთი, არამედ საკუთარი თავიც.
შეგვიცოდეთ რა!!!!!!!!!!!!
12 ივნისი 2017 10:31
0
რაც შეგშვენით ისეთივე ნაკრები გყავთ, ლოგიკურია
ebbe sandi
12 ივნისი 2017 10:27
0
ჩვენს პატრონს კი არა მაგათ პატრონს
nini
12 ივნისი 2017 10:26
0
ვაისი კი არა მოურინიო ვერ დადებს შედეგს. ფეხბურთელები არ გვყავს, ვისაც გესმით ან გითამაშიათ დამეთანხმებით, მხოლოდ არაბიძეს და ტაბიძეს აქვთ კიდევ შანსი მომატების, დანარჩენები მეტნაკლებად+_მერე უკვირთ ჭ დონის გუნდებშიც ძირითადში რომ ვერ ხვდებიან. მერე რა რომ 2 გოლი ,,გაგვივარდა" 000
გუსანი
12 ივნისი 2017 10:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული