- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა
- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.
- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.
რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.
- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.
- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.
- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.
ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის
მე უფრო სერიოზულ და პერსპექტივაში წარმატებულ ექსპერიმენტს გთავაზობთ თქვენი ღირსების სასწრაფოდ აღსადგენად. დაამყარეთ კონტაქტი იაპონიის სუმოს ფედერაციასთან და შეარჩიეთ თერთმეტი წყალწაღებული სპორცმენი (სხვა არ დაგთანხმდებათ), რაც შეიძლება დიდი ფიზიკური გაბარიტებით. იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა, რის შემდეგაც გექნებათ შესაძლებლობა რადიკალური ცვლილება მოახდინოთ საფეხბურთო ტაქტიკაში, არანაკლები ვიდრე რინუს მიხელსმა. კერძოდ, ოთხი მოთამაშე წამოაწვინეთ კარის ხაზზე ისე, რომ შუაში, დაახლოებით ერთი მეტრი დარჩეს მეკარისთვის, დარჩენილი მოთამაშეები ღიპზე შეადგნენ მწოლიარეთ, სამი მეკარიდან მარცხნივ ამდენივე მარჯვნივ. მაღალ ბურთზე ასახტომად დაამუშავეთ შეძახილი - მარცხნივ მდგომთათვის - „აბა ჰე“ - მარჯვენებისთვის -„აბა ჰო“. შეძახილი იქნება ნიშანი მწოლიარეთათვის პრესის დასჭიმად, დახტომის მომენტში გაუთვალისწინებელი გარემოების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც ჩააცვით პამპერსები (მოთამაშის დაზღვევა ქართულად). ამავდროულად მხტომელების ხარიხაზე თავის რახუნის გასანეიტრალებლად კედელი შემოსეთ ჩაფხუტებით.
იმედია გუნდის ფორმის შესანარჩუნებლად ქართველი ლუდის მამები გვერდში დაგიდგებიან ამ საშვილიშვილო საქმეში.
დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატება და მსგავსი კრდინალურ გარღვევა საფეხბურთო ტაქტიკაში, სამყაროს აუცილებლად შემორჩება სახელწოდებით - „ტოტალურად ჩა...ლი ქართველები“
პ.ს. არ დაგავიწყდეთ სამადლობელი წერილების გაგზავნა ინგლისის ფეხბურთის და იაპონიის სუმოს ფედერაციებში - ინგლისელებს მადლობა, კარების ზომის და მოთამაშეთა რაოდენობის ასეთი თანხვედრისთვის, ხოლო იაპონელებს მსგავსი გაბარიტების სპორცმენთათვის.