6 იანვარს ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების წევრები იაპონიას დაუპირისპირდნენ.
ალექსანდრე მეტრეველი (679) გო სოედას (121) შეხვდა და 3 სეტში ანგარიშით 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა. არადა, ქართველმა პირველი სეტი მოიგო და მცირედი იმედიც გაჩნდა, რომ მეტრეველი ამ შეხვედრაში გამარჯვებას შეძლებდა, თუმცა, ამაოდ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) კი იოშიიტო ნიშიოკას (73) დაუპირისპირდა და 2 სეტში 2:6, 3:6 დამარცხდა. მართალია, ბასილაშვილმა ახლახან მოირჩინა ტრავმა, მაგრამ მისი ასეთი მარცხი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები იაპონიასთან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 0:2 დამარცხდა და წყვილებში დუელი უკვე ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი არ იქნება.
ალექსანდრე ბაკშისა და გიორგი ცივაძის წყვილი 10:30 საათზე ბენ მაკლაკჰენისა და ტოშიიდე მაცუის წყვილს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა "სილქ უნივერსალზე" შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 დამარცხდა.