4 იანვარს საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ში ჩაერთო.
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ნაკრების წარმომადგენელ და მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 3:6, 5:7 წააგო.
შეხვედრა ბასილაშვილის ბრეიკ პოინტით გაიხსნა, რასაც ნადალმა უკუბრეიკით უპასუხა, შემდეგ თანაბარი თამაში გაგრძელდა და მეტოქეები საკუთარ მოწოდებებზე დამაჯარებლად თამაშობდნენ. მე-8 გეიმში კი ბასილაშვილს რიგ ეპიზოდებში არ გაუმართლა და ნადალმა შეძლო ქართველის მოწოდების მოგება შემდეგ უკვე სეტზეც უნაკლოდ ჩააწოდა და შეხვედრაში დაწინაურდა 6:3.
მეორე სეტი თავიდან თანაბარი ორთაბრძოლით დაიწყო. მე-5 გეიმში ნადალმა ჯერ ბასილაშვილის მოწოდების მოგება მოახერხა, შემდეგ საკუთარი მოწოდებაც მოიგო, იქვე კიდევ ერთი ბრეიკ პოინტი აართვა ქართველ ჩოგბურთელს და მატჩზე მოწოდების უფლებაც მოიპოვა.
ამის შემდეგ კი ბასილაშვილმა პატარა სასწაული შემოგვთავაზა. ქართველი 5:2-ს აგებდა და თითქოს ესპანელს შეხვედრის მოგება აღარ უნდა გასჭირვებოოდა მაგრამ ბასილაშვილმა ზედიზედ სამი გეიმი (მათ შორის, ორი ნადალის მოწოდებაზე) მოიგო და სეტში ანგარიში გაათანაბრა 5:5. თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ქართველის მხარეს გადავიდა, მაგრამ ნადალმა მოახერხა მობილიზება, კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და კვლავ მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ამჯერად უკვე ნადალმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ 6:3, 7:5 ნადალის სასარგებლოდ დასრულდა.

ჩვენი ნაკრების წარმომადგენელი ალექსანდრე მეტრეველი კი რობერტო ბაუტისტა-აგუტის შეხვდა და ორ სეტში უშანსოდ 0:6, 0:6 დამარცხდა.
გამომდინარე აქედან საქართველო ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.
6 იანვარს ქართველი ჩოგბურთელები ATP CUP-ზე იაპონიას შეხვდებიან, 8 იანვარს კი ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილის, ალექსანდრე მეტრეველის, გიორგი ცივაძის, ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძით არის წარმოდგენილი.