"ევრო 2016"-ზე მოხვედრის შანსი გვეზრდება

AutoSharing Option
როგორც იცით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს, 24 გუნდი იასპარეზებს, რაც, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს იქ მოხვედრის შანსს უზრდის.

გაირკვა, რომ შესარჩევ ეტაპზე 9 ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც საფრანგეთის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ პირველ-მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი, დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი პლეი ოფში ოთხ წყვილს შექმნის და ფინალურ ეტაპზე მათი გამარჯვებულებიც გავლენ.

მოკლედ, ჩვენი გაქანების გუნდებისთვის კარგი პერსპექტივაა, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრები არსებობის ისტორიაში ჯგუფში მესამე ადგილს მხოლოდ ორჯერ შესწვდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
რეალობა: ჩვენ არ ვიცით ვინ გვეყოლება ჯგუფში 2016 წელს, ასე რომ ადრეა ხელის ჩაქნევა 3-ე ადგილზე.

მითი: ევროპაზე გასვლას შევძელბთ 2016-ში.

რეალობა: 3-ე ადგილი ერთხელ გვაქვს დაკავებული ჩვენს ისტორიაში.

მითი: ქართული ფეხბურთი ვითარდება.

რეალობა: კორუფცია, ნეპორიზმი, სახელმწიფოს ჩარევა ფეხბურთში დღესაც ისევე ძლიერია როგორც ყოველთვის.

მითი: ქეცბაია გაგვიყვანდ 2016-ში.

რეალობა: ბავშვთა ფეხბურთში განუკითხაობა არის; მომავალი უპერსპექტივო.
უძლევი: 2016 მითი თუ რეალობა?
00:07 17-09-2011
0
არც მიხიჩა გვიშველის და არც გუარდიოლაა საუკეთესო მწვრთნელი ევროპაში,ყველაფერი ორგანიზებულად,მთლიანობაში უნდა მოხდეს ისე როგორც უეფას აწყობს,დიდიშოუბიზნესია რა
დავითი (საბერძნეთი)
22:40 16-09-2011
0

სიახლეები პოპულარული