"ევრო 2016"-ზე მოხვედრის შანსი გვეზრდება

AutoSharing Option
როგორც იცით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს, 24 გუნდი იასპარეზებს, რაც, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს იქ მოხვედრის შანსს უზრდის.

გაირკვა, რომ შესარჩევ ეტაპზე 9 ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც საფრანგეთის საგზურს ავტომატურად მოიპოვებენ პირველ-მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი, დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი პლეი ოფში ოთხ წყვილს შექმნის და ფინალურ ეტაპზე მათი გამარჯვებულებიც გავლენ.

მოკლედ, ჩვენი გაქანების გუნდებისთვის კარგი პერსპექტივაა, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრები არსებობის ისტორიაში ჯგუფში მესამე ადგილს მხოლოდ ორჯერ შესწვდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან კარგი პროექტია. ამის მისაღწევად კარგი გუნდია საჭირო. იმედია იმ პერიოდისთვის, ჩვენ გვეყოლება ძლიერი გუნდი რომელიც შეძლებს ევრო 2016-ში, მოსახვედრად.
0
დიდი ბოდიში,მაგრამ მე ამ ზრაპრის უკვე აღარ მჯერა
tamuna
18:34 15-09-2011
0

სიახლეები პოპულარული