თემურ ქეცბაიამ ნაკრებს ნიკოლოზ გელაშვილი დაამატა

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი, 11 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებთან ევროპის 2012 წლის  ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრისთვის მოსამზადებლად, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრებას იწყებს.

უკვე გამოძახებულ ფეხბურთელებს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ერთიც დაამატა - "ზესტაფონის" თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი.

"მიხეილ მესხზე" მომხდარი გუშინდელი ელექტრო ინციდენტის შემდეგ ისიც უნდა ვისურვოთ, რომ ევრორანგის ეს მატჩი ამ სტადიონზე ბნელ დროში არ დაგვაბრუნებს და სალაპარაკოს არ გახდის ჩვენს არენებზე ნაკრების შეხვედრების მასპინძლობის ხარისხს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაა გამიხარდა... როგორც იქნა გამოიძახეს და ბოლო პერიოდში, საკმაოდ კარგი თამაში დაუფასეს.
goleta888
12:09 03-10-2011
0
ძალიან კარგი, ვფიქრობ დვალიც უნდა გამოეძახათ, რადგან ეს ორი ფეხბურთელი კარგათ თამაშობენ!
geosochi
16:36 03-10-2011
0

სიახლეები პოპულარული