უჩა ლობჟანიძე ტრავმირებულია

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მოლდოველებთან სათამაშოდ უკრაინული "დნიპროდან" "კრივბასში" განათხოვრებული უჩა ლობჟანიძეც გამოიძახა, რომელიც გუნდს 7 ნოემბერსვე შეუერთდა, თუმცა გუშინ არ უთამაშია.

მიზეზი ორი დღის წინ ვარჯიშზე მიღებული ფეხის ტრავმაა. ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ლობჟანიძეს ფეხი მეორე დღეს დაუცხრებოდა, მაგრამ მდგომარეობა უფრო გართულდა და უჩა 18-კაციან სანაკრებო განაცხადში ამ მიზეზით ვერ მოხვდა.

ქართველი ლეგიონერი "კრივბასს" მალე შეუერთდება და იქ გაირკვევა, რა სირთულისაა მისი ტრავმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული