სკანდალი: ექტორ რაულ კუპერი და მაფია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი, შესაძლოა, დიდ შარში გაეხვიოს, მისი რეპუტაცია კი კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე დადგა.

საქმე ის არის, რომ იტალიურმა მედიამ მას დაახლოებით ათი წლის წინანდელი ამბავი გაუხსენა. მაშინ არგენტინელი სპეციალისტი მილანის "ინტერს" წვრთნიდა.

როგორც გამოცემები ირწმუნებიან, კუპერმა იმ დროს 200 ათასი ევრო მიიღო იტალიური მაფიისგან, ეს თანხა კი მას სხვადასხვა მანიპულაციების განსახორციელებლად გადასცეს. კუპერს თავის გაწვრთნილ კლუბებში თაღლითობას არავინ აბრალებს, სამაგიეროდ, გაჩნდა ეჭვი, რომ მას არგენტინის ჩემპიონატის მატჩების შედეგებზე ზემოქმედებაში მიუძღვის ბრალი.

ცხადია, თავად კუპერი
ყველაფერს უარყოფს. იგი მხოლოდ 200 ათასი ევროს მიღების ფაქტს ადასტურებს, ოღონდ აცხადებს, რომ ეს თანხა არა მაფიას, არამედ ჩვეულებრივ, კანონმორჩილ ხალხს გამოართვა სესხად სიდედრისთვის ბინის შესაძენად.

ჯერჯერობით ამ საქმით სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან.

შეგახსენებთ, კუპერი საქართველოს ნაკრებს 2008-09 წლებში წვრთნიდა და მას მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ მატჩში გაამარჯვებინა. სულ ახლახან კი მან თურქული "ორდუსფორი" ჩაიბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი))) ვიცოდი რაგაცას რო მაიმუნობდა ფალიაშვილზე რო ვნახე ბარდიურზე ჩამომჯდარი))))
0

სიახლეები პოპულარული