ბოლო მატჩი საფრანგეთ-გერმანიის ელისეს ხელშეკრულების 50 წლისთავს ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს გერმანიას იტალიასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ აპენინელებმა ამ მატჩის პოლიტიკური მნიშვნელობა გაითვალისწინეს.
ალბათ, იმ დროისთვის "მამლების" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება ლორან ბლანი. ფრანგული მედიის ცნობით, ბლანს კონტრაქტი სწორედ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უმთავრდება და მუშაობის გაგრძელებას
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ბლანის შესაძლო შემცვლელიც დაასახელა.
"შესაძლოა, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი პოლ ლე გუენი გახდეს. მისი კანდიდატურა უკვე განიხილება და გამორიცხული არ არის, ნაკრებს ევრო 2012-ის შემდეგვე ჩაუდგეს სათავეში", - თქვა ლე გრემ.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის პოლ ლე გუენი მუშაობდა "რენში", "ლიონში", "რეინჯერსში", "პარი სენ ჟერმენში", 2009-10 წლებში წვრთნიდა კამერუნის ნაკრებს, 2011 წლიდან კი ომანის ეროვნული გუნდი ჩაიბარა.
კამერუნის ნაკრებში მუშაობისას პოლ ლე გუენის მთავარი ოპონენტი ამ ქევყნის ფეხბურთის ლეგენდა როჟე მილა იყო. თუმცა მილას არგუმენტები სუსტი იყო, ლე გუენი არავის უსმენს და ყველაფერს საკუთარი შეხედულებისამებრ აკეთებსო. ბუნებრივია, ცნობილი ფრანგი მწვრთნელი მილას მრჩევლად არ დაიყენებდა. ისე კი, ამ ამბავში ის გვენიშნა, რომ ვეტერანები მოსმენას ბევრ ქვეყანაში ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"