მეტოქე ფრანგებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმეს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი ევრო 2012-ის შემდეგ სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს: 12 ოქტომბერს "მამლები" იაპონიას უმასპინძლებენ, 14 ნოემბერს იტალიას ესტუმრებიან, 2013 წლის 6 თებერვალს კი პარიზში გერმანიას მიიღებენ.

ბოლო მატჩი საფრანგეთ-გერმანიის ელისეს ხელშეკრულების 50 წლისთავს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს გერმანიას იტალიასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ აპენინელებმა ამ მატჩის პოლიტიკური მნიშვნელობა გაითვალისწინეს.

ალბათ, იმ დროისთვის "მამლების" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება ლორან ბლანი. ფრანგული მედიის ცნობით, ბლანს კონტრაქტი სწორედ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უმთავრდება და მუშაობის გაგრძელებას
ერთ-ერთი ცნობილი ევროპულ კლუბში აპირებს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ბლანის შესაძლო შემცვლელიც დაასახელა.

"შესაძლოა, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი პოლ ლე გუენი გახდეს. მისი კანდიდატურა უკვე განიხილება და გამორიცხული არ არის, ნაკრებს ევრო 2012-ის შემდეგვე ჩაუდგეს სათავეში", - თქვა ლე გრემ.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის პოლ ლე გუენი მუშაობდა "რენში", "ლიონში", "რეინჯერსში", "პარი სენ ჟერმენში", 2009-10 წლებში წვრთნიდა კამერუნის ნაკრებს, 2011 წლიდან კი ომანის ეროვნული გუნდი ჩაიბარა.

კამერუნის ნაკრებში მუშაობისას პოლ ლე გუენის მთავარი ოპონენტი ამ ქევყნის ფეხბურთის ლეგენდა როჟე მილა იყო. თუმცა მილას არგუმენტები სუსტი იყო, ლე გუენი არავის უსმენს და ყველაფერს საკუთარი შეხედულებისამებრ აკეთებსო. ბუნებრივია, ცნობილი ფრანგი მწვრთნელი მილას მრჩევლად არ დაიყენებდა. ისე კი, ამ ამბავში ის გვენიშნა, რომ ვეტერანები მოსმენას ბევრ ქვეყანაში ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული