ეროვნული ნაკრები სალუქსემბურგოდ მზადებას 13 აგვისტოს დაიწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 აგვისტოს ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურად შეხვდება.

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, შეკრება 13 აგვისტოს დაიწყება: საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები თბილისიდან ამ ქვეყნის დედაქალაქ ლუქსემბურგში გაემგზავრებიან, სადაც ლეგიონერები შეუერთდებიან და გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება.

ჩვენი ინფორმაციით (რომლის კომენტარიც ჩხეიძემ არ ისურვა), თემურ ქეცბაიამ ნაკრებში აზერბაიჯანის ჩემპიონატის "ბაქიში" წლეულს ზაფხულში გრაცის "შტურმიდან" გადასული გიორგი ფოფხაძე გამოიძახა.

გიორგი ახლა აზერბაიჯანში წასვლას ნანობს, რადგან "ბაქიში" ჩარიცხვის შემდეგ შესთავაზეს უკრაინის პრემიერლიგელი ლუცკის "ვოლინსა" და კრაკოვის "ვისლაში" გადასვლა,
რაც უკვე დაგვიანებული იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შერიგებისა? თემურ ქეცბაიამ გოგიტა გოგუას ხელი გაუწოდა
თვალსაზრისი საქართველოს ნაკრებზე: საშემოდგომო პრელუდიები
თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი ვის, მაგრამ ძალიან "ძლიერი" სპარინგ პარტნიორი კი შეურჩევია. ლუქსემბურგის ნაკრები მოყვარულებით არის დაკომპლექტებული და საკითხავია, მათთან თამაშმა რა უნდა შესძიმოს საქართველოს ნაკრებს ევროპის გრანდებთან საკვალიფიკაციო ტურნირში თამაშის წინ? ისე, ტურისტული თვალსაზრისით, ლუქსემბურგი საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ მის დასათვალიერებლად სულ რამდენიმე საათია საკმარისი (ვინც იქ ყოფილა, დამეთანხმება).
სტაჟიანი გულშემატკივარი
13:21 01-08-2012
0

სიახლეები პოპულარული