გიორგი კონდრატიევის გაწვრთნილებმა ახალ ზელანდიასთან დმიტრი ბაგას გოლით გაიმარჯვეს (1:0), ბრაზილიასთან (1:3, ბრესანი) და ეგვიპტესთან (1:3, ვორონკოვი) წააგეს, ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
ცნობილი გახდა, რომ ბორისოვოს "ბატეში" გააგრძელებს კარიერას ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები. "შტუტგარტის", "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი სამარის "კრილია სოვეტოვში" ისინჯებოდა, მაგრამ
ბელარუსული მედიის ინფორმაციით, გლები ფორმაში არ არის. ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დებრეცენის" წინააღმდეგ გლებმა "ბატეს" ძირითადში 74 წუთი ითამაშა და ამბობს, რომ ფორმის აღდგენას იმედოვნებს.
თუმცა გაზეთ "პრესბოლში" გამოქვეყნებული გლების კომენტარიდან ირკვევა, რომ მას გიორგი კონდრატიევთან კონფლიქტი აქვს:
"ახლა მთლიანად "ბატეს" თამაშებზე ვფიქრობ. ნაკრები კი ამ ეტაპზე ჩემთვის მეორეხარისხოვანი საკითხია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ეროვნული ნაკრები სალუქსემბურგოდ მზადებას 13 აგვისტოს დაიწყებს