რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 7 სექტემბერს იწყებს.

ამ დღეს თემურ ქეცბაიას გუნდი ბელარუსს უმასპინძლებს, 11 სექტემბერს კი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დაუხვდება.

ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება და როგორც შევიტყვეთ, სტადიონზე შესვლის მინიმალური ფასი, სავარაუდოდ, 5 ლარი იქნება.

ბუნებრივია, გაიყიდება უფრო ძვირიანი ბილეთებიც.

შეხვედრები ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, თუმცა თავდაპირველად ბილეთები "მიხეილ მესხზე" გაიყიდება.

ესპანეთთან შეხვედრის ცოცხლად ხილვის მსურველებს თადარიგის დაჭერა მოუწევთ, თორემ გამორიცხული არ არის, მატჩის დღეს ბილეთის შოვნა შეუძლებელი
გახდეს.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების სია გაამხილა
თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!
გიორგი კონდრატიევი: სომხეთის ნაკრები საქართველოსას ჰგავს
მკითხველის კომენტარები / 6 /
7-ში დაღლის შემდეგ 11-ში ესპანეთთან დაღლილებს მოუწევთ თამაში. დროზე თუ არ ვისწავლეთ სწრაფი აღდგენა თამაშს ყოველგვარი აზრი ეკარგება. ნეტავ სხვა ნაკრებები როგორ ახერხებენ ასე სწრაფად აღდგენას? ტუ ვინმემ იცით დაწერეთ!!!!
gujakakhadze
13:35 14-08-2012
0
მთავარია ბელორუსს მოვუგოთ ესპანეთთან გინდა დაღლილი გადი და გინდა დასვენებული 95%-ით მაინც წაგებულია.თუმცა იმ 5%-ის იმედი მაქვს:)))
NIKA
14:53 14-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული