შეგახსენებთ, ჯგუფში ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები, ბელარუსის გარდა, ესპანეთი, საფრანგეთი და ფინეთი არიან.
თემურ ქეცბაია ციკლის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩს ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან 15 აგვისტოს გამართავს. რაც შეეხებათ ბელარუსებს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კონდრატიევმა გენერალური სპარინგ-მატჩი სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან დაგეგმა.
ამხანაგური მატჩის წინ კონდრატიევმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა, სადაც ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.
- რას იტყოდით მეტოქე სომხეთის ნაკრებზე?
- კარგი გუნდია. ყაზახეთსა და მაკედონიას აჯობა -
ბელარუსისა და სომხეთის ნაკრებები დაახლოებით ერთნაირი კლასის გუნდებია. სომხები უფრო ტექნიკურები არიან, ჩვენ კი - ძლიერები.
- მოგებას გეგმავთ?
- დიახ, ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს არ გამოგვდის.
- ამხანაგურ მატჩში მეტოქედ სომხეთის ნაკრები იმიტომ შეარჩიეთ, რომ საქართველოს ნაკრებს გაგონებთ, რომელთანაც მუნდიალის შესარჩევში გიწევთ დაპირისპირება?
- დიახ. ეს ორი ნაკრები, ძალისა და სათამაშო სტილის მხრივ, დაახლოებით ერთნაირია. სომხეთი პროგრესირებს.
ეს სპარინგი საქართველოსთან მატჩის წინ ძალიან წაგვადგება.
- გუნდში რა პრობლემები გაქვთ?
- პრობლემა, პირველ რიგში, თავდასხმაში გვაქვს. შეხედეთ შესარჩევ ციკლებში ნაჩვენებ შედეგებს - თუკი დაცვაში კიდევ არა გვიშავს, წინ საერთოდ ვერ ვთამაშობთ. უკვე მერამდენე შეხვედრაა, გოლი არ გაგვიტანია.
გუნდს შეტევაში გაძლიერება სჭირდება, რადგან გოლის გატანის გარეშე ქულებს ვერ დააგროვებ.
- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რას მოელით?
- ვფიქრობ, მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და ყველაფერს რეალურად შევხედოთ - ჩვენ ამ ჯგუფიდან ვერ გავალთ.
მეტოქედ საფრანგეთი და ესპანეთი გვყავს და ჩვენ წინ არავინ გაგვიშვებს. უნდა დავიცადოთ და ახალი გუნდის აშენებაზე ვიზრუნოთ. თუკი მოვითმენთ, ყველაფერი კარგად იქნება.
- მაშ, როდისღა უნდა ველოდოთ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ბელარუსის მოხვედრას?
- უნდა ვიმუშაოთ და წინ ვიაროთ. ჩვენ ევროპას ისე ჩამოვრჩით, არცკი ვიცი, დავეწევით კი ოდესმე?..
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების სია გაამხილა
ბელარუსის ნაკრების განაცხადი სომხეთისთვის ცნობილია
თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!