საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:1 დაამარცხა

AutoSharing Option
15 აგვისტოს ლუქსემბურგსა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში ანგარიში თემურ ქეცბაიას გუნდმა გახსნა. საკუთარი ნაკრები პირველმა ლევან მჭედლიძემ დააწინაურა, რომელმაც მეტოქეთა კარი მე-2 წუთზე აიღო.

მე-14 წუთისთვის კი საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა. არბიტრმა გურამ კაშია გააძევა. ამის მიუხედავად, სტუმრებმა ანგარიშში უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 34-ე წუთზე გოლი ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა.

მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. საბოლოოდ კი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უბედურებაა გასაგებია, რო ესპანეთი სა საფრანგეთია ჯგუფში მაგრამ ასეთი პესიმიზმი და წუწუნი? აბა თქვენ თამაშობდეთ ნაკრებში და ესე დაგცინოდნენ... ეს ბიჭები ტალახში და კონსერვებზე გაზრდილი ფეხბურთელებია, ახლა რომ ეღირსათ ნორმალურ (რუსულ-უკრაინულ) გუნდებში თამაში. თქვენ კიდე გინდათ "ბარსელონას" მოუგოთ ეგრე სადაა? ბარსა რეალს უგებს 5:0 -ს ბოლოსდაბოლოს... თუმცა რა ვიცით ბარსელონაც აგებს ესპანეთში ხოლმე... თუ რამეზე გინდათ წუწუნი და დაცინვა ქვეყანაში არსებულ პირობებს დაცინეთ და ამ ბიჭებს 0:5-ზეც ტაში დაუკარით! ფეხბურთი არ გითამაშიათ? სემიჩკის ჭამას მორჩით სტადიონზე...
torgva10
13:24 16-08-2012
0
ესპანელებო გამოდით დაგთვალოთ რამდენი ხართ:)))
jondi
11:22 16-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული