შეხვედრაში ანგარიში თემურ ქეცბაიას გუნდმა გახსნა. საკუთარი ნაკრები პირველმა ლევან მჭედლიძემ დააწინაურა, რომელმაც მეტოქეთა კარი მე-2 წუთზე აიღო.
მე-14 წუთისთვის კი საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა. არბიტრმა გურამ კაშია გააძევა. ამის მიუხედავად, სტუმრებმა ანგარიშში უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 34-ე წუთზე გოლი ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა.
მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. საბოლოოდ კი შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.