წინა დღეს ბელორუსთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კონდრატიევმა ფეხბურთელები ორჯერ დატვირთა. გუნდში ბატეს შვიდი მოთამაშეა, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგასა და ნაკრებში თამაშობენ და ამის გათვალისწინებით, კონდრატიევისეული მომზადება ცოტა უცნაური ჩანს.
მანამდე ხომ ამბობდა, ფეხბურთელებს არ გამოვფიტავ და ორჯერადი ვარჯიში მხოლოდ ერთხელ გვექნებაო.
თუმცა ეს მათი პრობლემაა, რომელსაც კიდევ რამდენიმე დაემატა: ბელორუსებს ბატეს საუკეთესო ბომბარდირის,
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა, ფიზიოთერაპევტის დახმარება დასჭირდა და 5 სექტემბერს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, მხოლოდ მოედნის გარშემო ძუნძულებდა. ამის მიუხედავად, თბილისში გუნდს ჩამოჰყვა.
"ბელორუსის ჩემპიონატის ბოლო ტურში კოჭში მტკივნეულად მომარტყეს. ეს კიდევ არაფერი, ჩემპიონთა ლიგაში "ირონი კირიათ შმონასთან" შეხვედრისას ნაოპერაციები მუხლი ამტკივდა.
ტკივილებს ვგრძნობ და სურათი გადამიღეს. თუმცა, იმედია, მოედანს ორიოდე დღეში დავუბრუნდები", - ამბობს როდიონოვი.
ტრავმირებულია ბატეს მეორე თავდამსხმელი დმიტრი მოზოლევსკიც, რომელიც კონდრატიევმა "მინსკის" 26 წლის თავდამსხმელით, ლეონიდ კოველით შეცვალა. ეს უკანასკნელი ადრე ლვოვის "კარპატისა" და რამენსკოეს "სატურნში" თამაშობდა.
ბელორუსული "პრესბოლის" ცნობით, კოველი შეკრებაზე ხშირად გახდა ენამოსწრებული კონდრატიევის ხუმრობის ობიექტი, რადგან ვარჯიშებით ისე ერთობოდა, მწვრთნელის მითითება არ ესმოდა.
შეკრებაზე ყველა დროულად გამოცხადდა, სამარის "კრილია სოვეტოვის" თავდამსხმელ სერგეი კორნილენკოს გარდა, რომელიც მოსკოვის აეროპორტში შეყოვნდა. თუმცა, კორნილენკო გუნდს უკვე შეუერთდა და 6 სექტემბერს ივარჯიშა კიდეც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი კონდრატიევი: მხოლოდ დაცვაში დგომით ვერაფერს მივაღწევთ