ვისენტე დელ ბოსკე: თუ ოდესმე წავაგებთ, ქომაგები გვაპატიებენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საუდის არაბეთთან (5:0) ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით გამარჯვებით შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ უჭირს ძირითადი შემადგენლობის არჩევა, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩი უნდა გამოიყვანოს.

"ეს შეხვედრა ძალიან გამოგვადგა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 11 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს უნდა დავუპირისპირდეთ. კარგი შემადგენლობა გვყავს.

არსებობს ერთი პრობლემა - 11 ფეხბურთელი უნდა ავარჩიო. თითოეული მოთამაშე ნაკრებში კარგ ფორმაში მოვიდა. ასევე მინდა აღვნიშნო გულშემატკივრების მხარდაჭერა. ვფიქრობ, თუ ოდესმე წავაგებთ, ქომაგები გვაპატიებენ", - თქვა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდთან 11 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:30 სთ-ზე გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ "ჯვაროსნებისთვის" ესპანეთთან შეხვედრა რიგით მეორე იქნება. პირველი მატჩში ჩვენმა ნაკრებმა ბელორუსის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრები თბილისში 9 სექტემბერს, 17:00 სთ-ზე ჩამოვა
ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოს აუცილებლად უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირებ
მკითხველის კომენტარები / 5 /
> ილია

რა არის ისე იცი; წაგება ან ფრე არ გამიკვირდება. ტუმცა ეგ ანგარიშჰი უფრო იმიტომ იქნება რომ საქარტველო უფრომ მეთი ჯარისკაცი გაგზავნოს ნატოს სამსახურში.
0
ნახე წინასწარ იზღვევს თავს :D
ლევანი
20:05 09-09-2012
0

სიახლეები პოპულარული