7 სექტემბერს, ბელორუსთან მოგებული მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა. 9 სექტემბერს ნაკრების მზადება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. საღამოს "ჯვაროსნებმა" სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.
საბედნიეროდ, პირველი მატჩის შემდეგ ტრავმირებული არავინაა.
10 სექტემბერს, წინასამატჩო ვარჯიშის წინ, თემურ ქეცბაია "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება.
პრესკონფერენცია 18:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრები თბილისში [ვიდეო და
თვალსაზრისი: მანიპულაცია საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ
საქართველო არაბეთი არ გეგონოთ - ესპანელთა სპარინგი თბილისში გამომგზავრებამდე