თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა, 10 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"მოტივაციის მხრივ, გუნდში ყველაფერი წესრიგშია. მთავარია, 11 სექტემბერს მოედანზე გამოვიდეთ და ვანახოთ ხალხს, რომ არავისი გვეშინია, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და არამარტო ესპანეთს.

იკერ კასილიასმა ბელორუსთან მატჩში გამომარჩია? ალბათ იმიტომ, რომ გოლი ნახა და ის სიტყვები აქედან გამომდინარე თქვა.

მართლა ვარ თუ არა საუკეთესო, ხველინდელ თამაშში გამოჩნდება",
- თქვა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში თბილისში ბელორუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 11 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:30 სთ-ზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: იმედია, ესპანეთთან საზარდული ხელს არ შემიშლის
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
გამარჯვებისთვის შემართული ვისენტე დელ ბოსკე, იკერ კასილიასი და ჩავი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გამიხარდა ამ სტატიაში, რომ წერია თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართებაო. აქამდე ისე იყო თითქოსდა ,,დინამო არენა,, დაერქვა. რა იყო ეს ,,დინამო არენა,, ვერ გავიგე, რა წამხედურობაა. ქვეყანას ეროვნული სტადიონი უნდა ჰქონდეს. ისე ოქრიაშვილი მაგარი ბიჭია!
0

სიახლეები პოპულარული