მანოლო ესპანეთის ნაკრების კოლორიტია, შეიძლება ითქვას, რომ გუნდის წევრივითაა. 1982 წლიდან ის ყველგან დაჰყვება ესპანეთის ნაკრებს.
ამბობენ, მგზავრობის ფულს მას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უხდისო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი - მას შემდეგ, რაც მანოლომ გულშემატკივრობისთვის თავი გადადო, ყველაფერი დაკარგა, სულ მთლად ყველაფერი, ბარაბნის და ფეხბურთის გარდა - აღარც ოჯახი, აღარც ფული და კარიერა.
ესპანეთმა ჩვენი ნაკრების მერე ივარჯიშა "დინამო არენაზე" და
ერთი ეგ იყო, რომ ფეხბურთელებისგან ცალკე მყოფმა ვისენტე დელ ბოსკემ ბურთი მოიხელთა და თავით ისე ლაღად და დიდხანს კენწლავდა, ნებისმიერ ჟონგლიორს ტოლს არ დაუდებდა.
ვარჯიშის ბოლოს ესპანელებმა ნახევარ მოედანზე გააჩაღეს ორკარა. ფეხბურთელებს ბურთთან ორ შეხებაზე მეტის უფლება არ ჰქონდათ და დაიწყო პატარა წარმოდგენა - მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ისე ოსტატურად, ლამაზად, სწრაფად და სინქრონულად აკეთებდა ამას, რომ ვარჯიშმა დიდად ესთეტიკური ელფერი შეიძინა.
მოედანზე პატარა ფანიც შევარდა, 10-12 წლის ბიჭი, რომელმაც ვარსკვლავებს ჩაუქროლა და მერე ისევ ტრიბუნისკენ გავარდა.
კასილიასი, ჩაბი ალონსო, ხავი, ინიესტა, სერხიო რამოსი, ვილია, ტორესი... ბევრს უნდოდა მათი ავტოგრაფი და მათთან სურათის გადაღება, მაგრამ ამისთვის არ ეცალათ ესპანელებს - საქართველოსთან თამაში მათთვის ახალი სანაკრებო სეზონის დასაწყისია.
წარმოდგენა ბარაბნის გარეშე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გამარჯვებისთვის შემართული ვისენტე დელ ბოსკე, იკერ კასილიასი და ჩავი
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
ნიჩია მაინც გაშანსეთ ჯიგრებო