საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]

AutoSharing Option
ჩვენმა ნაკრებმა 10 სექტემბერს ვარჯიში დაახლოებით შვიდის ნახევარზე დაიწყო. გულშემატკივრები დასავლეთ ტრიბუნის მეორე იარუსზე შეგროვდნენ და გუნდს იქიდან ამხნევებდნენ (ფოტოგალერეა, ვიდეო).

ბელორუსთან გამარჯვებამ ჩვენი ქომაგი უფრო იმედიანი და აქტიური გახადა - ასე მომეჩვენა და ალბათ, ასეც არის.

ფეხბურთელებსა და მწვრთნელს ვარჯიშზეც რომ გულშემატკივრობენ, ძალიან სასიამოვნოა. ამით გუნდი და ქომაგი ერთმანეთს უფრო უმეგობრდება.

11 სექტემბერს კი საქართველო მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ეთამაშება და ჩვენებს გამხნევება ძალიან სჭირდებათ. გულშემატკივარი ყოვლისშემძლე არაა, მაგრამ ძალიან დიდი ფაქტორია.

მატონიზირებელი ვარჯიში იყო. მატჩის წინა დღეს სხვანაირად, ალბათ,
არც შეიძლებოდა.

Sportall.Geთემურ ქეცბაიამ
ცოტა ხნით ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა "კვადრატი". ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა ასეთ ამპლუაში.

როცა ახალგაზრდა მწვრთნელი კარგ სპორტულ ფორმაშია, ის ძალაუნებურად სამაგალითო ხდება ფეხბურთელებისთვის.

ხანდახან სანაკრებო ვარჯიშებზეც ჩანს, თუ ვინ არის გუნდის ყოჩი. ეს ძნელად შესამჩნევია საქართველოს ამ ნაკრებში და ამჯერადაც გამიჭირდა ასეთის დანახვა.

სხვა რა გითხრათ, ვარჯიში მომავალი მატჩის პრელუდიას ნამდვილად არ ჰგავდა. 11-ში სულ სხვა თამაშია. საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს, წლევანდელი ევროტრიუმფის მერე ესპანეთი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებს...

თემური და მისი რაზმი ვარჯიშზეც გაამხნევეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
მკითხველის კომენტარები / 3 /
წავგებთ მაგრამ დიდი ანგარიშიტ არა მახსიმუმ 0-2
dato
13:40 27-10-2012
0
ტამასის დატკებას სოტა აკლია,ცჰვენ ესპანეტსი ვსხოვრობტ,დიდი სიამაკიტ ველოდებიტ ცაკარტველოს გამარჯვებას.სეუზლებელი არაპერი გმერტი ცჰვენსკენ.მხოლოდ იმაზე მტკდება გული გამარჯვების სემდეგ ტბილისის კუცჰებსი რომ ვერ ვივლიტ.აი ისე დიდი ხნის ტინ როსა დინამომ ტასების ტასი აიგო,გამარჯვება ბიტებო.....
liana
21:25 11-09-2012
0

სიახლეები პოპულარული