სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან (1:0) 11 სექტემბერს თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წინასწარ არ ვიცოდით, საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებდა. მათ დაცვის ხაზი გაამაგრეს და ძალიან ხისტი თამაში დაგვიპირისპირეს.

ამან თამაში ძალიან გაგვირთულა. ამასთან, მოედნის ხარისხმა არ მოგვცა საშუალება, ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი გვეჩვენებინა.

სიმართლე გითხრათ, მეტოქემ გამაოცა. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ წარსულით, გუნდმა წინ უნდა იყუროს და გაიმარჯვოს", - თქვა ფეხბურთელმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები
[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
უკეთესია თუ ვსწავლი, საკითხის იმ კუთხით შეხედვას, რომელიც ჩვენ იტერესებშია.
gizog
23:49 13-09-2012
0
პირადად დაცვითი ფეხბურთი არც მე მხიბლავს, მაგრამ ეროვნული პირადულზე ზევით დგას.
რაც შეეხება სილამაზეს, ჩვენ გუნდს რა პოტენციალიც აქვს იმას თამაშობს და რა ქნას სხვა გზა არ არის, ვის მოსწონს და ვის არა თავისი გადასაწყვეტია, თუმცა ეს ჩემს დამოკიდებულებაზე ნაკრებთან ვერ იმოქმედებს
თქმა
10:52 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული