სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან (1:0) 11 სექტემბერს თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წინასწარ არ ვიცოდით, საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებდა. მათ დაცვის ხაზი გაამაგრეს და ძალიან ხისტი თამაში დაგვიპირისპირეს.

ამან თამაში ძალიან გაგვირთულა. ამასთან, მოედნის ხარისხმა არ მოგვცა საშუალება, ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი გვეჩვენებინა.

სიმართლე გითხრათ, მეტოქემ გამაოცა. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ წარსულით, გუნდმა წინ უნდა იყუროს და გაიმარჯვოს", - თქვა ფეხბურთელმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები
[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
გლახუნა რა გლეხივით ლაპარაკობ რა გახსნილ ფეხბურთზეა ლაპარაკი და რა კლასსზე ესპანეთის ნაკრებია... ტვინი დაატანეთ ხოლმე რას ლაპარაკობთ
gugitoo
17:51 12-09-2012
0
> გლახუნა რა გლეხივით ლაპარაკობ
შეურაწყოფის გარეშე.

თუ საბერძნეთის ტამაშები უინტეერსოა და ფეხბურტს კლაბს. საქარტველოს ნაკრების თამაში ფეხბურთი არ არის (ბრძოლა არის, მაგრამ არა ფეხბურთი).
0

სიახლეები პოპულარული