ESPN-მა საქართველო-ესპანეთის მატჩის დროს საქართველო აშშ-ის დროშით წარმოადგინა

AutoSharing Option
ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN-მა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის დროს საქართველოს დროშის მაგივრად აშშ-ის დროშა გამოსახა. ტრანსლაციიდან სკრინშოტები რამდენიმე სპორტულ ბლოგზე გამოქვეყნდა.

ფაქტთან დაკავშირებით ESPN-ს ოფიციალური ბოდიში აქამდე არ მოუხდია.

ტელეარხის რედაქტორებს, სავარაუდოდ, ქვეყანა საქართველო (ინგ. Georgia) და ამერიკის შტატი ჯორჯია ერთმანეთში აერიათ.

საქართველოს და ჯორჯიის შტატის ერთნაირი დასახელების გამო კაზუსები აქამდეც მომხდარა. მაგალითად, 2009 წელს ფონდ Heritage Foundation-ის მიერ შედგენილ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს გვერდს Google Maps-იდან აღებული ჯორჯიის შტატის რუკა "ამშვენებდა".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნუ ააქოთეთ ჭიქაში ქარბორბალა ამერიკელები თავისიანებად გვთვლიან და არიქა შეცდენო,ნუ ავაყროლებთ მსოფლიოს.ნამდვილ მტერს ვებრძოლოთ,ამერიკა მეგობარია ნუ გაკირკიტდებით გამოქლიავებული ფშუტე კაკლებივით შეცდა საქქართველოს კეთილისმსურველი,მერე რა მოხდა
Makiaveli
19:16 12-09-2012
0
მაკიაველი კიარა მაკკეინი ხარ რაა..ქარბორბალა არავის აუტეხია მაგრამ უბრალოდ ტეხავს როცა ამ ხნის ქვეყანა შტატში ეშლებათ, შეიზლება შენ კი თვლი ჩვენ ქვეყანას ამერიკის შტატათ, მაგრამ მე არა
qartveli
22:17 12-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული