ფაქტთან დაკავშირებით ESPN-ს ოფიციალური ბოდიში აქამდე არ მოუხდია.
ტელეარხის რედაქტორებს, სავარაუდოდ, ქვეყანა საქართველო (ინგ. Georgia) და ამერიკის შტატი ჯორჯია ერთმანეთში აერიათ.
საქართველოს და ჯორჯიის შტატის ერთნაირი დასახელების გამო კაზუსები აქამდეც მომხდარა. მაგალითად, 2009 წელს ფონდ Heritage Foundation-ის მიერ შედგენილ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს გვერდს Google Maps-იდან აღებული ჯორჯიის შტატის რუკა "ამშვენებდა".