საქართველოს ნაკრები ფიფას თვალით - ქართული პოტენციალი და ამბიცია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებსა და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია მიუძღვნა, რომლის წაკითხვაც ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

რამდენიმე დღის წინ მთელი საფეხბურთო სამყარო თვალს ადევნებდა მატჩს, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს გმირულად უძალიანდებოდა და მხოლოდ 86-ე წუთზე მიღებული გოლით დამარცხდა.

დამარცხდა, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდმა ყველას დაუმტკიცა, რომ ამიერიდან ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

ფაქტია, რომ ქვეყანაში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ფეხბურთი წინ მიდის. ამაზე ფიფას სანაკრებო რეიტინგიც მოწმობს, სა
დაც საქართველოს ნაკრები 11 საფეხურით აღზევდა და დღეს 86-ეა.

მართალია, ეს გუნდი ჯერ ძალიან შორსაა საუკეთესო შედეგისგან, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, არც იქამდე მისვლაა შეუძლებელი. საქართველოს ნაკრებს კი ფიფას რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი 14 წლის წინ ჰქონდა - 42-ე ადგილი.

Sportall.Gefifa.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების წინსვლის მიზეზი ასე ახსნა:

"გვყავს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებსაც ძლიერ ევროპულ კლუბებში მოხვედრის ამბიცია აქვთ.

მათ კარგად ესმით, რომ ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენა საამისოდ ყველაზე რეალური გზაა.

ყოველივე ამას პატრიოტიზმი ემატება. გაორმაგებული მოტივაციით კი ძალიან ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი".

ამ ახალგაზრდებისთვის კი ყველაზე კარგი მაგალითი თავად ქეცბაიაა. მან საქართველოს ნაკრებში 49 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ამის დამსახურებაც არის, რომ შთამბეჭდავი საკლუბო კარიერა გაიკეთა.

ქეცბაიას უთამაშია კვიპროსულ "ანორთოსისში", ბერძნულ აეკ-ში, ინგლისურ "ნიუკასლსა" და "ვულვერჰემპტონში", შოტლანდიურ "დანდიში".

ამის შემდეგ მან სამწვრთნელო საქმეშიც გამოიჩინა თავი და "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, რის შემდეგაც მცირე ხნით ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" ითამაშა. მოკლედ, 44 წლის ქეცბაიამ კარგად იცის, რასაც ლაპარაკობს.

ბელორუსთან 1:0 გამარჯვებამ საქართველოს ნაკრების რეიტინგული წინსვლა განაპირობა.

"ჩემს გუნდს უკვე აქვს თავისი სახე. მან იცის, თუ რისთვის იბრძვის და რა აკეთოს.

ბიჭებმა იციან, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის.

რაც მთავარია, ჩვენ დამოკიდებულები ვართ არა ცალკეულ ფეხბურთელებზე, არამედ გუნდზე"
, - ამბობს ქეცბაია.

საქართველოში 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ფეხბურთი ნომერი პირველი სპორტია.

"საქართველოში ფეხბურთი მეტიც კი არის, ვიდრე სპორტი. აქ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს.

სამწუხაროდ, წინა წლებში საქართველოს ნაკრები არ იყო წარმატებული გუნდი. არადა, აქ ხალხი ფეხბურთზე უზომოდაა შეყვარებული და იმაზე ოცნებობს, რომ თავისი ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იხილოს"
, - ეს კვლავ ქეცბაიას სიტყვებია.

ჯაბა კანკავასა და კომპანიისთვის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია. საქართველოს ნაკრები ხომ უმძიმეს ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ესპანეთი, საფრანგეთი, ბელორუსი და ფინეთი ჰყავს.

ქეცბაიამ იცის, რომ გიგანტებთან ტოლ-სწორად ბრძოლა მის გუნდს გაუჭირდება:

"ძნელია იმ გუნდის შანსებზე საუბარი, რომელსაც თავისი საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ უახლოეს მომავალში დიდი ხნის ნანატრ მიზნებს მიაღწიოს".


ქეცბაიას რეალურად მიაჩნია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა და მისი გუნდის პროგრესს თუ გავითვალისწინებთ, ეს მიუღწეველი ამოცანა სულაც არ უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა წინსვლაზე საუბრობთ, 11 კაცი რომ იდგა კარებში? სააკაშვილისეული არაადეკვატიზმი ქართულ ფეხბურთში მწვავედ იგრძნობა
davit devidze
22:22 21-09-2012
0
დავიდ,ბოღმა ხარ
nikolozi
23:31 21-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული