ჯაბა კანკავა მილიონად შეფასდა, გიორგი ლორიას კი ფასი არ მომატებია

AutoSharing Option
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელორუსთან და ესპანეთთან საქართველოს ნაკრების მატჩებისა და ევროპული ტურნირების შემდეგ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის პირობითი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.

ზაფხულში ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ტრანსფერს 800 ათას ევროდ აფასებდა.

დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" დაბრუნებული კრივოი როგის "კრივბასის" ყოფილი ვიცე-კაპიტნის, საყრდენი ნახევარმცველის გრაფაში ახლა 1 000 000 წერია.

მარიუპოლის "ილიჩევეცის" შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულება ივლისში 400 000 ევრო გახლდათ, მაგრამ სანაკრებო მატჩების, ბელორუსთან მშვენიერი გოლის, "ილიჩევეცის" ძირითადში დამკვიდრებისა და ზოგადად, თავის კარგად წარმოჩენის
შემდეგ ეს ციფრი 700 000-მდე გაიზარდა.

ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ექსტრაკლასის "იაგელონიას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძის გრაფაში 400 000 ათასის ნაცვლად 500 000 გაჩნდა.

მათე ვაწაძის ტრანსფერს ევროთასების მატჩებამდე და დანიურ "ოდენსეში" გადაბარგებამდე 400 ათასად აფასებდნენ, ახლა მნიშვნელოვნად მეტად - 700 ათასად.

რუსთავის "მეტალურგის" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, ირაკლი მაისურაძეს 300 000-ის ნაცვლად უკვე 425 000 ევროდ აფასებენ. არადა, შარშან, იანვარში, რუსთაველთა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა თორნიკე მაისურაძემ მოსკოვის მოყვარულთა ჩემპიონატში მოძებნა.

ერთადერთი მოულოდნელობა გიორგი ლორიას უცვლელი ღირებულებაა - ესპანეთ-ბელორუსთან ჩატარებული ჩინებული მატჩების მიუხედავად, თბილისის "დინამოს" მეკარის გრაფაში ისევ 800 000 არის მითითებული.

ნაკრების ლიდერთა სამეულში მდგომარეობა უცვლელია: კვლავ გურამ კაშია ლიდერობს - არნემის "ვიტესის" კაპიტნის ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულება კვლავ 4 500 000-ია, მეორეზეა "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი - 3 000 000, მესამეზე - "ქაისერის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი - 1 500 000.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ "ტრანსფერმარკტის" შეფასებები ჩვენი მოთამაშეების მიმართ ევროპელთა დამოკიდებულებას ასახავს, მაგრამ პირობითია.

ნაკრების წევრთა სატრანსფერო ღირებულება კი ასე გამოიყურება:

მეკარეები:
ნუკრი რევიშვილი 1 000 000
გიორგი ლორია 800 000
როინ კვასხვაძე 700 000
ომარ მიგინეიშვილი 400 000

მცველები:
უჩა ლობჟანიძე 1 000 000
გურამ კაშია 4 500 000
აკაკი ხუბუტია 700 000
დავით კვირკველია 750 000
ალექსანდრე ამისულაშვილი 3 000 000
ზურაბ ხიზანიშვილი 1 500 000
გიორგი ფოფხაძე 350 000
გია გრიგალავა 800 000
გიორგი რეხვიაშვილი 500 000

ნახევარმცველები:
ალექსანდრე კობახიძე 1 300 000
ჯაბა კანკავა 1 000 000
დავით თარგამაძე 1 200 000
თორნიკე ოქრიაშვილი 700 000
ჯაბა ლიპარტია 900 000
ლევან ყენია 300 000
სანდრო გურული 450 000
მურთაზ დაუშვილი 700 000
ირაკლი მაისურაძე 425 000
ჯანო ანანიძე 2 000 000
თორნიკე გორგიაშვილი 425 000
ნიკა ძალამიძე 500 000
ზურაბ არზიანი 350 000

თავდამსხმელები:
ნიკა გელაშვილი 500 000
ლადო დვალიშვილი 1 200 000
ლევან მჭედლიძე 400 000
ოთარ მარცვალაძე 1 200 000
ირაკლი სირბილაძე 350 000
მათე ვაწაძე 400 000
ჯაბა დვალი 550 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული