გურამ კაშია: რაც მთავარია, ბელორუსში ცუდ ხასიათზე არ მივდივართ

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი შეხვედრა ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ფრეს (1:1) დასჯერდა.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ, რომელმაც ჰელსინკიში გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

"ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ ჩვენს კარში მიღებულმა ბურთმა ცოტა აგვრია... უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით.

თუმცა, ვფიქრობ, ეს ფრე ცუდი შედეგი არ არის. ამ ეტაპზე, ჯგუფში მესამე ადგილზე ვართ.

ახლა, მთავარია, მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ.

რაც მთავარია, ბელორუსში ცუდ ხასიათზე არ მივდივართ",
- თქვა გურამ კაშიამ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
თემურ ქეცბაია: ბიჭებს გამოცდილება აკლიათ, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეეეეე- თქვენ თუ 1-1 მერე კარგ ხასიათზე საღოლ თქვენ- თუმცა რატო არ იქნებით მოგების გემო არ იცით.
zvigeni
12:04 13-10-2012
0
გამწარებული ბელორუსია რომ დაგხვდება მინსკში, მერე ვნახოთ რა ხასიათზე დადგები.
ramo
12:27 13-10-2012
0

სიახლეები პოპულარული