ჰელსინკიში გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს გამოცდილება აკლია და ამ მატჩში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
"გულდასაწყვეტია, რომ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ ჩემი ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ.
გამოცდილება გვაკლია, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდაა... მაგრამ სწორედ, ასეთ თამაშებში გაიზრდებიან და მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული ძალიან დამწყდა, თუმცა,
ბელარუსში კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. მთავარია, ფეხბურთელებმა კარგად დაისვენონ. ისინი კი, ვისაც დღეს არ უთამაშია, უკეთ მოემზადონ.
იმედი მაქვს, დარჩენილ სამ დღეში ამას შევძლებთ - გავალთ და მომდევნო თამაშს მოვიგებთ. თან, ბელარუსები ისევ უქულოდ არიან და თუ 16-ში წარმატებას მივაღწევთ, ჩვენს მიზანს ნაწილობრივ უკვე შევასრულებთ და ჯგუფში მესამე ადგილზე დავმკვიდრდებით".
საქართველოს ნაკრები ბელარუსში 13 ოქტომბერს დილით გაემგზავრება და შუადღეს უკვე მინსკში იქნება. "ჯვაროსნები" სასტუმრო "ქროუნ პლაზაში" დაბინავდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
თუმცა ბელორუსია ისე გვეთამაშება, როგორც არსად არასოდეს არ მოუნდომებია. მაგათ უკან დასახევი გზა არ აქვთ.