ჰელსინკიდან მინსკამდე - საქართველოს ნაკრები გზაში გაწვალდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩარტერული ავიარეისისთვის საჭირო თანხა არც ამჯერად აღმოაჩნდა. იმ დღეს არც ჰელსინკი-მინსკის ჩვეულებრივი რეისი იყო დანიშნული და საქართველოს ნაკრებმა ფინეთიდან ბელორუსის დედაქალაქში გადასხდომებით ჩააღწია.

თემურ ქეცბაიას გუნდი ჯერ ვილნიუსში ჩაფრინდა, იქიდან მინსკამდე კი ავტობუსით იმგზავრა. ქართველები საკმაო ხანი საზღვარზეც შეფერხდნენ და იმედია, მგზავრობაში გატარებული მოზრდილი პერიოდი ჩვენი გუნდის თამაშს დაღს არ დაასვამს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გვაცნობა, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მინსკის "ტრაქტორ სტადიონზე" ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა.

საბედნიეროდ, ჩვენს გუნდს დანაკლისი კვლავ არ აქვს და ქეცბაიას განკარგულებაში
მყოფმა ყველა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

15 ოქტომბრის საღამოს საქართველოს ნაკრები მატჩის გამართვის ადგილზე, მინსკის "დინამო არენაზე" ივარჯიშებს. მანამდე კი იქვე ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

ბელორუსი-საქართველო 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება და მას ავსტრიელი რობერტ შიორგენჰოფერი განსჯის.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გურამ კაშია: რაც მთავარია, ბელორუსში ცუდ ხასიათზე არ მივდივართ

თემურ ქეცბაია: ბიჭებს გამოცდილება აკლიათ, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული