თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბელორუსის ეროვნულ გუნდთან (0:2) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

"ვულოცავ ბელორუსის ნაკრებს მოგებას. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. მაყურებლისთვის საინტერესო მატჩი გამოვიდა - ორივე გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა.

შეხვედრის დაწყებამდე გვეგონა, რომ ქულებს ავიღებდით ამ მატჩში. როცა 0:1-დან იწყებ, ყოველთვის ძნელია. ჩემი ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ, რის გამოც
დავისაჯეთ კიდეც.

მარცხის მიუხედავად, ჩვენი ამოცანა კვლავ მესამე ადგილისთვის ბრძოლაა",
- თქვა ქეცბაიამ.

goals.by-ს კორესპონდენტის კითხვაზე, თუ
რატომ შეცვალა ქეცბაიამ თბილისური მატჩის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი, "ჯვაროსნების" თავკაცმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ის მატჩი ერთი თვის წინ იყო. თბილისური შეხვედრის გმირები არ გვჭირდება, დღევანდელი მატჩის გმირები გვჭირდებოდა, აქ, მინსკში", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

pressball.by-სთან საუბარში კი ქეცბაიამ აღნიშნა, რომ შესვენების დროს გასახდელში ოქრიაშვილმა თქვა, რომ ფეხი სტკიოდა. "ჯვაროსნების" თავკაცმა ასევე ჯანო ანანიძის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვების მიზეზი ახსნა:

"ჯანო საკუთარ კლუბში არ თამაშობს. იმ ფეხბურთელებს ვიყენებთ, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ თავიანთ კლუბებში. ანანიძის გამოყენებას მეორე ტაიმში ვაპირებდით".

ასევე იხილეთ:
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის
მკითხველის კომენტარები / 14 /
ოქრიაშვილს დგევანდელი დGის გმირობა არ აცალე და რამდენს ლაპარაკობ
vaska
00:10 17-10-2012
0
უკმაყოფილო კი არა ქეცბა წადიიიიიიიიი!!! ნებისმიერმა საშუალოსტატიკოსმა მწრთვნელს უფრო მეტი გაეგება ტაქტიკაში ვიდრე შენ "შიმშილას " რომ კაცი ნაკრებში გამოიძახებს ფუი
0

სიახლეები პოპულარული